"ვესტუსის" გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს სამუშაოს შრომატევადობას

"ვესტუსის" გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს სამუშაოს შრომატევადობას

ექსპერტები და სპეციალისტები  ენერგოეფექტურობის აუცილებლობასა და  ენერგომატარებლების გამოყენების შემცირებაზე ბევრს საუბრობენ და უნიკალურსა და დროულს უწოდებენ ნანო ტექნოლოგიებით დამზადებული პროდუქტებს. ამასთან, მისი გამოყენების მნიშვნელობაზეც მიანიშნებენ.

რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში? კონკრეტულად რას გვთავაზობს ქართული ბაზარი? რა ინოვაციური პროდუქტი არსებობს?  ცნობილია, რომ საქართველოს ხელისუფლება  ენერგოეფექტურობის შესახებ კანონის შემუშავებას გეგმავს, რომლის დებულებების თანახმად, 2030 წლამდე სათბურის აირების გამოყოფა 15%-ით შემცირდება. როგორც ნანო ტექნოლოგიებით შექმნილი  პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის "სიგმა ტექნოლოჯის & სოლუშენსის" თანადამფუძნებელი და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ცინცაძე განმარტავს, რომ დღეისათვის საქართველოს საბინაო-კომუნალური მეურნეობებისა და სამრეწველო საწარმოებისათვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას დიდი ენერგოდანახარჯებისა და თბოდანაკარგების საკითხი წარმოადგენს. მისივე თქმით სწორედ, ეს განსაზღვრავდა "ვესტუსის“ აქტუალობასა და მისი შექმნის აუცილებლობას.

კომპანიის დირექტორი თბოიზოლაციის ეფექტური სისტემების დამონტაჟებისა და მოხმარების ხარჯების შემცირებასა და ტრადიციული მათბუნებლების გამოყენებასთან დაკავშირებული გარკვეული სტერეოტიპების არსებობაზეც საუბრობს.

"მომხმარებელი ჩვეულებრივ მხოლოდ 1 კვადრატული მეტრი პენოპოლისტეროლის ან მინერალური ბამბის ღირებულებით ინტერესდება და მას მაშინვე სხვა მათბუნებლის ფასს ადარებს. თუმცა ამავე დროს ივიწყებს იმის გარკვევას, თუ რა დაჯდება დამატებითი სახარჯი მასალები და სამუშაოები, რომელთა გარეშეც შეუძლებელია მინერალური ბამბის ან პენოპოლისტეროლის დამონტაჟება. არ ითვალისწინებს იმას, რომ სათბუნებლების დამონტაჟება შეუძლებელია სამაგრების, სამონტაჟო ლენტების, მოთუთიებული ფოლადის ან ფანერის, ორთქლისგან იზოლაციის, ჰიდროიზოლაციის, წინასწარი დაგრუნტვის ხარჯების გათვალისწინების გარეშე. მომხმარებელი არ სვამს კითხვებს იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის ადამიანი იქნება ჩართული ფასადზე ან მილსადენზე მონტაჟის სამუშაოებში, რამდენი იქნება მათი ანაზღაურება, სამუშაოების შესრულების ვადა,  შემთხვევითი აალებისას ცეცხლის გავრცელების სისწრაფის მაჩვენებელი, დაბოლების კლასი, ტრადიციული მათბუნებლის მიერ მავნე ნივთიერებების გამოყოფის ხარისხი, 2-5 წლის შემდეგ მოძველებული და გამოუსადეგარი მათბუნებლის დემონტაჟის,  სათბუნებლების გრძელვადიანი გამოყენების შედეგად დატვირთული და გაცვეთილი ობიექტის ფასადის, კედლებისა და მილსადენის კაპიტალური რემონტის ღირებულება. ახალი თხევადი თერმო და ჰიდრო იზოლაცია მომხმარებელს ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების უმოკლეს ვადაში და თანაც ხანგრძლივი დროით დაძლევაში დაეხმარება", - განმარტავს გიორგი ცინცაძე.

და მაინც, რა გამოარჩევს "ვესტუსს" სხვა მსგავსი ტიპის პროდუქტებისგან? 

როგორც სპეციალისტები განმარტავენ, პროდუქტის ძირითადი შემადგენლობის გარდა, "ვესტუსი" შეიცავს სპეციალურ დანამატებს, რომლებიც შეუძლებელს ხდის ლითონის ზედაპირზე კოროზიის, ბეტონის ზედაპირზე კი გაზრდილი ტენიანობის პირობებში სოკოს წარმოქმნას. განსაკუთრებული შემადგენლობის წყალობით მასალა ხდება მსუბუქი და ელასტიური. მას დასაფარ ზედაპირზე მოჭიდების ძლიერი უნარი ახასიათებს. ეს არის პროდუქტი, რომელიც ჩვეულებრივ თხევად საღებავს მოგვაგონებს და რომლითაც ნებისმიერი ზედაპირის დაფარვაა შესაძლებელი. ზეთხელი თბოიზოლაცია "ვესტუსის" გამოყენების სიმარტივე და სისწრაფე მას არსებით უპირატესობას ანიჭებს მინერალურ ბამბას, პენოპლასტსა და პენოპოლიურეტანის სტანდარტულ დამათბობლებთან შედარებით.

"გარდა ამისა, "ვესტუსის" გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს სამუშაოს შრომატევადობას. მისი თავისებურებაა რთული კონფიგურაციების ზედაპირების მარტივად და სწრაფად დაფარვის შესაძლებლობა. მაშინ როდესაც ჩვეულებრივი თბოსაიზოლაციო მასალების გამოყენებისას სითბურ ქსელებში მაინც რჩება არაიზოლირებული ან ნაწილობრივ იზოლირებული უბნები, რომელთა არსებობა სითბოს დამატებით დანაკარგებს იწვევს, "ვესტუსის" გამოყენების შემთხვევაში სითბოს დამატებითი დანაკარგები არსებითად მცირდება. იზოლაციის არსებობა მოგვიანებით არ ქმნის უხერხულობებს ზედაპირის მომსახურებისა და რემონტის დროს", - აღნიშნავენ კომპანიის "სიგმა ტექნოლოჯის & სოლუშენსში".

ზეთხელი თბოიზოლაცია "ვესტუსი" გამოირჩევა გამძლეობით. როგორც ბეტონისა და ლითონის ზედაპირების დაჩქარებულმა კლიმატურმა გამოცდებმა აჩვენა, "ვესტუსით" დაფარული საფარის დაცულობა ზომიერ და ზომიერად ცივ კლიმატურ რაიონებში მინიმუმ 15 წელს შეადგენს.

თხევადი ჰიდრო იზოლაცია Vestus Hydro-ს წარმოება განსაკუთრებული თავისებურებების მქონე უახლესი ტექნოლოგიით, სპეციალური აკრილური საფუძველის გამოყენებით ხდება. მაგარი დრეკადი სტრუქტურის მქონე, ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ მდგრადი პროდუქტი გასაყიდი ფორმით უკვე მზადაა გამოყენებისთვის. ის არ არის დამოკიდებული ადამიანებისა და ტრანსპორტის მოძრაობაზე, ქიმიურ ნივთიერებებზე. საიზოლაციო მასალის ბაზის სახით ხმარება შეიძლება ისეთ ზედაპირებზე როგორებიცაა ტერასები, აივნების სახურავები და ტენიანი სათავსოები, სამრეწველო იატაკები და ბეტონი, მოჭიმვა, ბათქაში, ხე, ლითონის ზედაპირები, პოლიურეტანის იზოლაციის სპრეი-გამოყენებითი ზედაპირები.

"ვესტუსი" ეფექტურია ფაბრიკებში, საწყობებში, სადგომებსა და ტროტუარებზე, ასფალტზე როგორც ადვილად გაშრობადი მცირე ხარჯიანი ფერადი საფარი. "ვესტუსის" დატანა ნებისმიერ ზედაპირზე შეიძლება. ის არ ითხოვს დაცვის დამატებით მეთოდებს მოჭიმვისა და ბეტონისთვის, გამოიყენება ნედლ და ტენიან ზედაპირებზე ნებისმიერ ამინდში, განსაკუთრებით ზაფხულსა და ზამთარში, არ არის აალებადი, არ იბერება, არ სკდება, მდგრადია მექანიკური ზემოქმედებისა და დატვირთვების მიმართ.

კომპანიის დირექტორი პროდუქტის გამოყენების სიმარტივეც მიანიშნებს და განმარტავს, რომ ტრადიციული მათბუნებლებისგან განსხვავებით თბოიზოლაცია "ვესტუსის" გამოყენება პროდუქტის ყოველი ქილისთვის თან დართული ინსტრუქციის გაცნობის შემდეგ ჩვეულებრივ მღებავს ან ნებისმიერ სხვა ისეთ ადამიანსაც შეუძლია, რომელსაც წარმოდგენა აქვს სამღებრო ფუნჯსა და ზედაპირების შეღებვის პრინციპზე: "თუ თქვენ გადაწყვეტთ, პროფესიონალს მიენდოთ და ზედაპირის "ვესტუსით" დასაფარად მუშაკს დაიქირავებთ, ნახავთ, რომ მისი მუშაობის ხანგრძლივობა ძალიან მცირე აღმოჩნდება. შესაბამისად, სამუშაოების შესრულების ღირებულება ტრადიციული მათბუნებლების მონტაჟის სამუშაოების ღირებულებასთან  შედარებით გაცილებით უფრო იაფი დაგიჯდებათ", - გვთავაზობენ კომპანიაში.

კამპანია "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" რეგიონებშიც დაიწო

კამპანია "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" რეგიონებშიც დაიწო

10 საათის წინ

კამპანიამ "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" საგზაო უსაფრთხოების მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით,  სტარტი თბილისში, 17 სექტემბერს აიღო კამპანიის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" მიერ...