ჰოლოლეი: საქართველოში ტრანსპორტის მიმართულება ინვესტიციებისთვის კარგ შესაძლებლობებს ქმნის

ჰოლოლეი: საქართველოში ტრანსპორტის მიმართულება ინვესტიციებისთვის კარგ შესაძლებლობებს ქმნის

ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორის, ჰენრიკ ჰოლოლეი განცხადებით, საქართველოში ტრანსპორტის ყველა მიმართულება პრიორიტეტულია და ინვესტიციებისთვის შესანიშნავ შესაძლებლობებს ქმნის.

"მოხარული ვარ, რომ ამ მიმართულებით ღრმა და მრავალმხრივი თანამშრომლობა გვაკავშირებს და ჩვენ ამ ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები განვიხილეთ. საქართველო ამჟამად ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის გრანდიოზული პროექტს ახორციელებს - აქ შენდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი და ანაკლიის პორტი, რომელის ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავია. აღსანიშნავია, ასევე, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა. შესაბამისად, ტრანსპორტის ყველა მიმართულება პრიორიტეტულია და ინვესტიციებისთვის შესანიშნავ შესაძლებლობებს ქმნის", - აღნიშნა ჰენრიკ ჰოლოლეიმ.

ჰენრიკ ჰოლოლეი საქართველოში თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში იმყოფება, დრეს ნოემბერს ის მონაწილეობას მიიღებს პანელში "სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა", ამასთან, ის შეხვედრებს მართავს საქართველოს მთავრობის წევრებთან. ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი საქართველოსთან ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებს დადებითად აფასებს.

დღეს თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმი გაიხსნა, რომელსაც 34 ოფიციალური დელეგაცია და 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატი ესწრება. ფურუმში მონაწილეობის მისაღებად თბილისში იმყოფებიან უკრაინის და მოლდოვის პრემიერ მინისტრები, რამდენიმე ქვეყნის ვიცე პრემიერები, სხვა მაღალი თანამდებობის პირები, დიპლომატიური კორპუსების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები და ჟურნალისტები.

სტუდენტებისთვის საუკეთესო ქალაქების რეიტინგში პირველი ადგილი ლონდონმა დაიკავა

სტუდენტებისთვის საუკეთესო ქალაქების რეიტინგში პირველი ადგილი ლონდონმა დაიკავა

10 მაისი, 2018

რეიტინგის შედგენისას ანალიტიკოსებმა გაითვალისწინეს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ქალაქში მსოფლიოში მოწინავე სასწავლებლების რაოდენობა, სტუდენტების საერთო რაოდენობაში უცხოელთა წილი, ტოლერანტობა, ქალაქში მუზეუმების რაოდენობა, ქალაქის...