წლის სტარტაპერის გამოსავლენად ხმის მიცემა დაიწყო

წლის სტარტაპერის გამოსავლენად ხმის მიცემა დაიწყო

28 ნოემბრიდან შეგიძლიათ ხმა მისცეთ თქვენს ფავორიტ სტარტაპკომპანიას და მას ბიზნესდაჯილდოებაში გამარჯვებაში დაეხმაროთ. აღნიშნულის შესახებ თიბისი ბანკი წერს.

ხმის მიცემა სულ მალე დაიწყება ვებგვერდზე www.businessaward.ge, სადაც შეგიძლიათ იხილოთ პროექტში მონაწილე სტარტაპერების ჩამონათვალი და ხმა მისცეთ თქვენთვის სასურველს. ხმის მიცემა გაგრძელდება 6 დეკემბრის ჩათვლით. ერთ მომხმარებელს 24 საათში ერთხელ შეეძლება საკუთარი არჩევანის დაფიქსირება.

"ბიზნესდაჯილდოება 2017" თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ერთობლივი პროექტია, რომელიც წელს უკვე მეორედ ტარდება. პროექტის მიზანი არსებული ბიზნესების მხარდაჭერა და ახალი ბიზნესების წამოწყების ხელშეწყობაა.  წლევანდელ პროექტში 7 ნომინაციაში მონაწილეობა მიიღო 661-მა კომპანიამ, დამოუკიდებელმა ჟიურიმ უკვე შეარჩია ფინალისტები 6 ნომინაციაში.

პროექტის გამარჯვებულები გალა ღონისძიებაზე 8 დეკემბერს გამოვლინდებიან. ხოლო, ნომინაციაში წლის სტარტაპერი გამარჯვებული საყოველთაო ხმის მიცემის პრინციპით გამოვლინდება, რომლის მონაწილეც ნებისმიერი თქვენგანი შეიძლება გახდეს.

თიბისი ბანკის მხარდაჭერით სვანეთში გამოფენა "MAGNUM PHOTO 70 - ქართული დღიური" ჩატარდება

თიბისი ბანკის მხარდაჭერით სვანეთში გამოფენა "MAGNUM PHOTO 70 - ქართული დღიური" ჩატარდება

11 საათის წინ

19 მაისიდან 19 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესა და მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფესტივალის ფარგლებში, სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმი...