ოქტომბერში საქართველოს კომერციული ბანკების აქტივები 1.2 მილიარდი ლარით გაიზარდა

ოქტომბერში საქართველოს კომერციული ბანკების აქტივები 1.2 მილიარდი ლარით გაიზარდა

2017 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 15 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1.2 მლრდ ლარით, ანუ 3.7 პროცენტით გაიზარდა და პირველი ნოემბრისათვის 33.5 მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.3 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.7 პროცენტია.