ჯიპიაი ჰოლდინგმა აჭარაში მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დარეგულირება დაიწყო

ჯიპიაი ჰოლდინგმა აჭარაში მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დარეგულირება დაიწყო

23 ნოემბერს აჭარის რეგიონში მომხდარი სტიქიის შედეგად, "ჯიპიაი ჰილდინგის" ქოლ ცენტრში 2000-მდე ზარალის  განაცხადი დაფიქსირდა, რომელთა უდუდესი ნაწილი აგროდაზღვევაზე, კერძოდ კი ციტრუსზე მოდის. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯიპიაი ჰოლდინგი ავრცელებს.

კომპანიამ დაუყოვნებლივ დაიწყო  რეაგირება და ამ ეტაპზე მიმდინარობს დაფიქსირებული შემთხვევების ანალიზი. ხვალიდან ჯიპიაი ჰოლდინგის ანაზღაურების  სამსახური  ზარალის ადგილზე შეფასების პროცედურას შეუდგება. 2 კვირის განმავლობაში სრულად  შეფასდება მდგომარეობა,  დაიწყება ზარალის დარეგულირების პროცესი, ზარალის ანაზრაურება კი უკვე დეკემბრის ბოლოდან მოხდება.

ჯიპიაი ჰოლდინგი მიმდინარე წლის მესამე კვარტლის ანგარიშის მიხედვით, ზარალების ანაზღაურების კუთხით ,სადაზღვევო ბაზარზე კვლავ ლიდერია. კომპანიამ მხოლოდ მიმდინარე წელს 40,35 მლნ ლარი აანაზღაურა, რაც გასულ წელთან შედარებით 11 მლნ-ით მეტია.

სოფელ ვაზისუბანში ყურძნის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

სოფელ ვაზისუბანში ყურძნის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

56 წუთის წინ

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაზისუბანში შპს "ვაზისუბნის მამული" ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოს ააშენებს, რისთვისაც სულ მცირე 2 500 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და ადგილობრივ მოსახლეობას დაასაქმებს. ამის შესახებ ინფორმაციას...