მთავარი » ბანკები » ოქტომბერში, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდება 772.2 მილიონი ლარით გაიზარდა
ოქტომბერში, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდება 772.2 მილიონი ლარით გაიზარდა
20:12 | 24 ნოემბერი, 2017

ოქტომბერში, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდება 772.2 მილიონი ლარით გაიზარდა

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა, 2017 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით 772.2 მლნ ლარით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 20.6 მლრდ ლარი შეადგინა.

ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 156.6 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა 615.6 მლნ ლარით.

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2017 წლის ოქტომბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 2.4 მლრდ ლარის, ხოლო უცხოური ვალუტით 6.5 მლრდ ლარის მოცულობის სესხი.

2017 წლის ოქტომბრის განმავლობაში 3.9 პროცენტით ანუ 400.1 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 10.8 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 41.59 პროცენტი შეადგინა. პირველი ოქტომბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.23 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.