თანაინვესტირების ფონდმა და ჰანიველ პარტნერსმა ჰაიდელბერგცემენტ საქართველოს საკონტროლო წილის 50% შეისყიდა

თანაინვესტირების ფონდმა და ჰანიველ პარტნერსმა ჰაიდელბერგცემენტ საქართველოს საკონტროლო წილის 50% შეისყიდა

საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა  და ჰანიველ პარტნერსმა ერთობლივად შეიძინეს ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფის საქართველოში მოქმედი ბიზნესის საკონტროლო წილის 50%.

ჰაიდელბერგცემენტის ქართული აქტივები მოიცავს 3 ცემენტის ინტეგრირებულ ქარხანას, 13 ბეტონის, 2 ინერტული მასალების აგრეგატის, 1 ცემენტის ტერმინალისა და 1 ცემენტის საფქვავ ქარხანას.

თანამშრომლობის ფარგლებში დასრულდება კასპის ქარხნის ტექნოლოგიური  მოდერნიზაციის პროექტი, ასევე დაგეგმილია ბეტონის წარმოების გაფართოება და 2 ახალი აგრეგატის ქარხნის მშენებლობა,  რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა 100 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად საგრძნობლად გაიზრდება ქართული წარმოების ცემენტის კონკურენტუნარიანობა, ყოველივე ეს კი ხელს შეუწყობს ქართული სამშენებლო ბაზრის განვითარებას, რაც მნიშნველოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში.

"ეს პარტნიორობა ერთერთი საუკეთესო მაგალითია იმისა თუ როგორ უნდა ითანამშრომლონ ქართველმა და უცხოელმა ინვესტორებმა. ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების  ჯამური საინვესტიციო მოცულობა 100 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. მინდა მადლობა გადავუხადო პარტნიორებს და ვუსურვო წარმატებები. ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ინდუსტრიული პოტენციალის ამაღლებისთვის", - განაცხადა თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ბაჩიაშვილმა.

აღნიშნული საინვესტიციო გეგმის განხორციელება გამიზნულია მომდევნო 5 წლის განმავლობაში და მისი ჯამური საინვესტიციო მოცულობა 100 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რომელსაც პარტნიორები პროპორციულად დააფინანსებენ.

ქობულია: ერთ-ერთი ქვეყანა ვართ, სადაც ციფრული მაინინგის სფეროში დიდი ინვესტიციები განხორციელდა

ქობულია: ერთ-ერთი ქვეყანა ვართ, სადაც ციფრული მაინინგის სფეროში დიდი ინვესტიციები განხორციელდა

21 სექტემბერი, 2018

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბლოკჩეინთან დაკავშირებით  საქართველო უკვე არის მსოფლიო რუკაზე. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც საკმაოდ დიდი ინვესტიციები განხორციელდა ციფრული მაინინგის სფეროში, რადგან გვაქვს ძალიან ხელსაყრელი პირობები...