"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" სოციალური კამპანია დაიწყო

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" სოციალური კამპანია დაიწყო

ხვალ, 19 ნოემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სოციალური კამპანია #დაზოგეწყალი #გაუფრთხილდიგარემოს ოფიციალურად გაიხსნება.

კამპანიის მიზანი, ორი ისეთი მნიშვნელოვანი სოციალური თემის გაერთიანებაა, როგორიც წყლის რესურსის გაფრთხილება და გარემოზე ზრუნვაა.

სოციალური კამპანიის #დაზოგეწყალი #გაუფრთხილდიგარემოს სახე ახალი თაობის მსახიობი რუსკა ქარქაშაძეა.  ამ ეტაპზე კამპანიის ფარგლებში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ვაკე-საბურთალოს ყველა სკოლაში ჩაატარა საგანმანათლებლო ტრენინგი, ხოლო მომდევნო ერთი თვის განმავლობაში შემდეგ ეტაპზე შერჩეული სკოლების მოსწავლეები უკვე საინფორმაციო კამპანიაში ჩაერთვებიან.

"მიუხედავად იმისა, რომ წყლის რესურსი ბუნებრივად განახლებადია,  ადამიანების მხრიდან  არასწორი გამოყენება მას ჩვენთვის და ჩვენი გარემოსთვის  უვარგისს ხდის", - აცხადებს გიორგი ცხადაძე, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გენერალური დირექტორი.

კამპანია #დაზოგეწყალი #გაუფრთხილდიგარემოს არაფორმალური განათლების მიღების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოზარდი თაობის მსოფლიო მოქალაქედ ჩამოყალიბებას და იმ პასუხისმგებლობის გააზრებას, რომ თითოეული ჩვენგანი გარემოს ნაწილია და  მასზე აქტიურ ზემოქმედებას  ახდენს.

"ვენდის" და "დანკინ დონატსის" უგემრიელეს ბურგერებსა და გამაგრილებელ სასმელებს Menu.ge უკვე ბათუმის სანაპიროზეც მოგართმევთ

"ვენდის" და "დანკინ დონატსის" უგემრიელეს ბურგერებსა და გამაგრილებელ სასმელებს Menu.ge უკვე ბათუმის სანაპიროზეც მოგართმევთ

2 საათის წინ

"ვენდი" და "დანკინ დონატსი" აგრძელებს თანამშრომლობას Menu.ge-სთან და თბილისის გარდა ახლა უკვე ბათუმში, ზღვის სანაპიროზეც შეგიძლიათ ამერიკული რესტორნების უგემრიელესი მენიუს მიღება უფასო კურიერული მომსახურებით. უგემრიელესი ბურგერებისა და...