საქართველოში H&M-ის პირველი მაღაზია გაიხსნა

საქართველოში H&M-ის პირველი მაღაზია გაიხსნა

დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, H&M-ის მაღაზია 18 ნოემბერს, ზუსტად 12:00 საათზე გაიხსნა. მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა სავაჭრო ბრენდმა თითქმის 2000 მოდის მოყვარულს უმასპინძლა.

3000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული მაღაზიის სამ სართულზე მამაკაცის, ქალის, თინეიჯერისა და ბავშვის ტანსაცმლისა და აქსესუარების მრავალფეროვანი ასორტიმენტია წარმოდგენილი.

ავსტრიის, ხორვატიის, სერბეთის, სლოვენიისა და საქართველოს H&M-ის რეგიონალურმა მენეჯერმა კლაუდია ოსვალდმა H&M-ის გუნდთან ერთად წითელი ლენტი ოფიციალურად გაჭრა და პირველ მომხმარებლებს უმასპინძლა.

"ამ დღეს ძალიან დიდხანს ველოდით და ბედნიერები ვართ, რომ თბილისში H&M-ის ამდენ გულშემატკივარს ვხედავთ", -აღნიშნა საუბრისას კლაუდია ოსვალდმა, - "ძალიან გვეამაყება, რომ შოპინგის მოყვარულებს ჩვენს პირველ მაღაზიაში ვეგებებით და გვაქვს შესაძლებლობა, მომხმარებლებს შევთავაზოთ ტრენდული სამოსი და ხარისხი საუკეთესო ფასად, მოდის მდგრადი განვითარებისათვის".

H&M-ის მაღაზია მდებარეობს "გალერია თბილისში", რუსთაველის გამზირის N2/4-ში, და ღიაა ყოველდღე - 10:00-დან 22:00 საათამდე.

ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

17 აგვისტო, 2018

მიმდინარე წლის 20 აგვისტოს დილის 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე ქალაქ რუსთავში კერძოდ, VII, VIIა, VIIბ, VIII მიკრორაიონებს, ლომოურის ქუჩას, ლომოურის გასავლელს, შარტავას გამზირის №4-ს, მელიქიშვილის I და VII გასავლელებს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ...