მთავარი » ბანკები » "სტარტაპ დაზღვევა" - თიბისი დაზღვევის და სტარტაპერის ერთობლივი შეთავაზება სტარტაპერებს
"სტარტაპ დაზღვევა" - თიბისი დაზღვევის და სტარტაპერის ერთობლივი შეთავაზება სტარტაპერებს
13:54 | 17 ნოემბერი, 2017

"სტარტაპ დაზღვევა" - თიბისი დაზღვევის და სტარტაპერის ერთობლივი შეთავაზება სტარტაპერებს

თიბისი დაზღვევა და თიბისი ბანკის პროგრამა "სტარტაპერი" სტარტაპერებს სპეციალურ პროდუქტს - "სტარტაპ დაზღვევას" სთავაზობს.

დღეიდან, დამწყები ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ  ქონების დაზღვევის კომბინირებული პროდუქტით, ასევე სპეციალური ფასდაკლებით ავტოდაზღვევის სერვისზე.

სტარტაპერები კომპანიის კუთვნილი ავტომობილების დაზღვევას თიბისი დაზღვევაში  სტანდარტულზე 20%-ით ნაკლებ ფასად შეძლებენ.

ავტომობილის დაზღვევა აზღვევს შემდეგ რისკებს:

  • ავტოსაგზაო შემთხვევა;
  • ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, ვანდალიზმი;
  • სტიქიური მოვლენები;
  • საგნების დაცემა;
  • ხანძარი, აფეთქება.

ქონების დაზღვევა ბიზნესის გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან დაცვას უზრუნველყოფს და ითვალისწინებს ზარალის ანაზღაურებას 50 000 ლარის ფარგლებში.

პროდუქტით სარგებლობა სტარტაპერებისთვის თვეში მხოლოდ 25 ლარად არის შესაძლებელი. 

ქონების დაზღვევა  მოიცავს: 

  • რემონტს და მოპირკეთებას;
  • სასაწყობე მარაგების დაზღვევას;
  • მანქანა -დანადგარების დაზღვევას;
  • პასუხისმგებლობის  დაზღვევას მესამე პირის წინაშე;
  • დამქირავებლის პასუხისმგებლობის დაზღვევას.

"სტარტაპ დაზღვევით" სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ სტარტაპს, რომელიც რეგისტრირებულია არაუმეტეს 2 წლის წინ.

"სტარტაპ დაზღვევით" სარგებლობისთვის განაცხადის შევსება უკვე შესაძლებელია "სტარტაპერის" ვებგვერდზე www.startuperi.ge, სადაც ასევე განთავსებულია დეტალური ინფორმაცია სტარტაპერებისთვის შეთავაზებულ სადაზღვევო  პროდუქტების შესახებ.