თეგეტა მოტორსმა გავლენიანი სარეიტინგო სააგენტოს Fitch-ის რეიტინგი მოიპოვა

თეგეტა მოტორსმა გავლენიანი სარეიტინგო სააგენტოს Fitch-ის რეიტინგი მოიპოვა

თეგეტა გახლავთ პირველი კომპანია ავტოინდუსტრიის სფეროდან კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში რომელმაც შეძლო Fitch -ის რეიტინგის მოპოვება. გავლენიანი სარეიტინგო ფირმის შეფასებით, ქართული კომპანიის რეიტინგი B- (EXP) შეფასდა, პროგნოზით "სტაბილური". თეგეტამ  მოსალოდნელი რეიტინგი ობლიგაციების გამოშვების წინ მიიღო, თეგეტა 30 მლნ ლარის ობლიგაციების გამოშვებას 2018 წლის პირველი კვარტლის ბოლომდე გეგმავს.

რეიტინგის მინიჭებისას Fitch -მა ბაზარზე თეგეტას ლიდერის პოზიცია და ბიზნესის სტაბილური ზრდა გაითვალისწინა და აღნიშნა, რომ რეიტინგი შეზღუდულია რეგიონში არსებული მაკროეკონომიკური ფაქტორების ზეგავლენით.

"თეგეტა" უკვე 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. "თეგეტა" არის მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Exide, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul  და სხვა ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციის: საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და ავტომობილის სათადარიგო ნაწილების მიმართულებით.

სემეკი ინოვაციურ პროგრამას წარადგენს

სემეკი ინოვაციურ პროგრამას წარადგენს

10 საათის წინ

19 ივნისს, 11:00 სთ-ზე სასტუმრო "ჰოლიდეი ინის" საკონფერენციო დარბაზში "აჭარა" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია  (სემეკ) ახალი პროგრამის - "ელექტრონული ჟურნალის" პრეზენტაციას გამართავს. ამის...