მთავარი » ბიზნესი » "მარკეტერის"დირექტორი H&M-ს დისკრიმინაციული გარემოს შექმნაში ადანაშაულებს
"მარკეტერის"დირექტორი H&M-ს დისკრიმინაციული გარემოს შექმნაში ადანაშაულებს
10:03 | 17 ნოემბერი, 2017

"მარკეტერის"დირექტორი H&M-ს დისკრიმინაციული გარემოს შექმნაში ადანაშაულებს

"მარკეტერის" დირექტორი აკო ახალაია თავის სოციალურ ქსელში წერს, რომ გამოცემა "მარკეტერზე" H&M-ის ქართული ნაწილი არ გaშუქდება. ის ბრენდის წარმომადგენლებს დისკრიმინაციული გარემოს შექმნაში ადანაშაულებს:

"სამარცხვინოდ დაიწყო H&M-მა მოღვაწეობა საქართველოში. მოპატიჟების და ბევრი ზარის შემდეგ "დახურულ" გახსნაზე მხარდაჭერის მიზნით მისული სოფო და ჩემი 4 წლის შვილი გუკა არ შეუშვეს. მიზეზი ბავშვია, ბავშვს არ შევუშვებთო დიდი სიამაყით იძახდნენ.

სამწუხაროდ მე (მოსაწვევის მიუხედავად) ადგილზე არ ვიყავი. ასეთი დისკრიმინაციული გარემოს შექმნისთვის, ამჟამად მხოლოდ ის შემიძლია დაგპირდეთ, რომ ამ ბრენდის ქართული ნაწილი მარკეტერზე არ გაშუქდება. იმედია ეს სამომავლოდ სხვებსაც დააფიქრებს და ადგილზე მისულ ორსულ ქალს უკან არ გააბრუნებენ. ძალიან მეამაყება ჩემი ოჯახი და თუ ის რომელიმე კუკურუკუ ბრენდისთვის welcome არ არის than you are not welcome with us", - წერს აკო ახალია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ  H&M-ის გახსნაზე მედიის წარმომადგენლები მიიწვიეს.