ფეისბუქმა ახალი აპლიკაცია Hello წარმოადგინა

ფეისბუქმა ახალი აპლიკაცია Hello წარმოადგინა

ფეისბუქმა, ანდროიდის ციფრმკრეფის(dialer) ჩასანაცვლებლად, ახალი აპილიკაცია Hello წარადგინა. სატელეფონო ზარები შეიძლება მოდიდან გადავიდეს, თუმცა ამერიკელები ყოველდღიურად მილიარდობით მსგავს ზარს ახორციელებენ. და მაინც, ეს ზარების სისტემა არც ისე მოსახერხებელია: ტელეფონი ყოველთვის ვერ აფიქსირებს ნომერს, კონტაქტების სიის მართვა რთულია, იშვიათად თუ შეძლებთ ისეთი ახალი ტექნოლოგიებით სარგებლობას, როგრიც Wi-Fi ზარია. ფეისბუქი წარადგენს ისეთ მოწყობილობას, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებს: აპლიკაციას  Hello ქვია და იგი სატელეფონო ზარების მოდერნიზაციას შეძლებს. სხვა, დანარჩენ მახასიათებლებთან ერთად, მისი საშუალებით, უფასო Wi-Fi ზარების განხორციელება ბევრად იოლი იქნება. აპლიკაციას სამი ძირითადი ფუნქცია ექნება: 1. აპლიკაცია ადამიანების(ვინც რეკავს) იდენტიფიკაციას ფეიქსბუქის საშუალებით მოახდენს, განურჩევლად იმისა, გექნებათ თუ არა მათი საკონტაქტო ინფორმაცია შეანახული; 2. აპლიკაცია დაგეხმარებათ ისეთი ზარების თავის აცილებაში, რომლებმაც არ გინდათ, რომ დაგირეკონ. 3. აპლიკაციას იმდენად ძლიერი საძიებო სისტემა ექნება, რომ იოლად მოძებნით ადგილობრივი ბიზნესების ნომრებს. ანდროიდებისათვის ათეულობით უფასო ციფრმკრეფია ხელმისაწვდომი, თუმცა, მათგან მხოლოდ რამოდენიმემ მოიპოვა პოპულარობა. უმრავლესობისათვის, ნაციონალური ციფრმკრეფი საკმარისად კარგია, ან, მინიმუმ - არ საჭიროებს ჩანაცვლებას. ახალი აპლიკაცია Hello, Google Play-ს აპლიკაციებში განთავსდება და მისი გადმოწერა უფასო იქნება. აპლიკაცია ანდროიდის ციფრმკრეფს ჩაანაცვლებს.
კომპანია Alibaba ხელოვნური ინტელექტის ჩიპების შექმნაზე მუშაობას დაიწყებს

კომპანია Alibaba ხელოვნური ინტელექტის ჩიპების შექმნაზე მუშაობას დაიწყებს

19 სექტემბერი, 2018

ჩინური გიგანტი კომპანია Alibaba 2019 წლისთვის შვილობილ კომპანიას შექმნის, რომელიც ჩიპების, ხელოვნური ინტელექტის ელემენტებისა და კვანტური პროცესორების შექმნაზე იქნება ორიენტირებული. ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას თავად კომპანია...