მთავარი » ბიზნესი » ნენსკრა ჰესის ინვესტორი კომპანია K-water დაარსებიდან 50-ე წლის იუბილეს აღნიშნავს
 ნენსკრა ჰესის ინვესტორი კომპანია K-water დაარსებიდან 50-ე წლის იუბილეს აღნიშნავს
14:49 | 16 ნოემბერი, 2017

ნენსკრა ჰესის ინვესტორი კომპანია K-water დაარსებიდან 50-ე წლის იუბილეს აღნიშნავს

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის ინვესტორი კომპანია, კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water ("ქეი უოთერი") 2017 წლის 16 ნოემბერს დაარსებიდან 50-ე წლის იუბილეს აღნიშნავს.
 
კომპანიას 24 ქვეყანაში მაღალი სირთულის 67 პროექტი აქვს განხორციელებული. ამჟამად K-water მრავალი დანიშნულების მქონე 16 კაშხალს მართავს. 2016 წლის მდგომარეობით, კომპანიის შემოსავალი 3 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო აქტივების ჯამური ღირებულება - 18 მილიარდ აშშ დოლარს.
 
K-water-ის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: განახლებადი ენერგიის ობიექტების მშენებლობა და მართვა; წყლის რესურსების გამოყენებისა და განვითარებისათვის განკუთვნილი ნაგებობების მშენებლობა და მართვა; წყალდიდობებისა და გვალვების პრევენცია და სხვა.
 
ნენსკრა ჰესის პროექტი საქართველოს ენერგეტიკის სექტორისთვის უნიკალური BOT (build-operate-transfer) სქემით ხორციელდება, რაც იმას ითვალისწინებს, რომ ექსპლუატაციაში შესვლიდან 36 წლის შემდეგ ჰიდროელექტროსადგური სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადმოეცემა.
 
ნენსკრა ჰესის დადგმული სიმძლავრე - 280 მგვტ., ხოლო წლიური გამომუშავება 1’200.00 გვტ.სთ იქნება. გამომუშავებული ელექტროენერგია ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება და შემოდგომა-ზამთრის პერიოდში არსებულ დეფიციტს საგრძნობლად შეამცირებს.