სოფლის მეურნეობის სამინისტროში ცხოველთა ჯანმრთელობის პროგრამის ჯგუფის სხდომა გაიმართა

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ცხოველთა ჯანმრთელობის პროგრამის ჯგუფის სხდომა გაიმართა

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართა ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის სამეთვალყურეო საბჭოს 29-ე შეხვედრა, რომელსაც მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ხელმძღვანელობდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
 
შეხვედრაზე ცხოველთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს და ვეტერინარულ ღონისძიებებსა და იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის მიმდინარეობაზე იმსჯელეს.
 
სხდომას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, ასევე ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA), შვედეთის განვითარების სააგენტოს SIDA), ევროკავშირის (EU), გაერთიანებული ერების სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), საფრთხეების შემცირების თავდაცვის სააგენტოს (DTRA) და სხვა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
 
ცხოველთა ჯანმრთელობის სამეთვალყურეო საბჭო წარმოადგენს ცხოველთა ჯანმრთელობის აქტივობების კოორდინატორს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნულ სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრს, საერთაშორისო დონორებსა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის.
ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამა ითვალისწინებს ვეტერინარიისა და უვნებელი სურსათის წარმოების ხელშეწყობას, ცხოველთა ჯანმრთელობისა და ქვეყანაში ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის დაცვას, სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის - ვეტერინარიისა და, ზოგადად, მეცხოველეობის განვითარებას, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია.
ქალაქ ხონის რამდენიმე ქუჩას 21 სექტემბერს გაზმომარაგება შეუწყდება

ქალაქ ხონის რამდენიმე ქუჩას 21 სექტემბერს გაზმომარაგება შეუწყდება

1 საათის წინ

მიმდინარე წლის 21 სექტემბრის დილის 11:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე ქალაქ ხონში კერძოდ, აღმაშენებელს, გურამიშვილს, კაკაბაძეს, ხობუას, ტიციან ტაბიძეს, ჭანტურიას, ახალშენს, დედალაურსა და პატარა კუხს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ...