მთავარი » ეკონომიკა » 2016 წელს მშპ-ის მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 7,2%-ით გაიზარდა
2016 წელს მშპ-ის მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 7,2%-ით გაიზარდა
16:43 | 15 ნოემბერი, 2017

2016 წელს მშპ-ის მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 7,2%-ით გაიზარდა

2016 წელს მთლიანმა შიდა პროდუქტმა მიმდინარე ფასებში 34 028,5 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 7,2 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა წინა წელთან შედარებით 2,8 პროცენტით, ხოლო დეფლატორის პროცენტული ცვლილება 4,2 პროცენტით განისაზღვრა. მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა და მრეწველობა. შემდგომ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, სახელმწიფო მმართველობა, სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა, მშენებლობა, ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება.

ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: სასტუმროები და რესტორნები, მშენებლობა საფინანსო საქმიანობა, სამთომოპოვებითი მრეწველობა, ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა, ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება. კლება აღინიშნა ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორებში.