დააზღვიე და დასაჩუქრდი - თიბისი დაზღვევა ავტომობილის დაზღვევის აქციას იწყებს

დააზღვიე და დასაჩუქრდი - თიბისი დაზღვევა ავტომობილის დაზღვევის აქციას იწყებს

საახალწლო პერიოდის მოახლოებასთან ერთად თიბისი დაზღვევა ახალ აქციას იწყებს. 13 ნოემბრიდან მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს დაზღვევის საუკეთესო პირობებით თიბისი დაზღვევაში და აირჩიოს განსაკუთრებული საჩუქრები:

  • 300 ლარამდე მოგზაურობის ვაუჩერი

ან

  • 100 ლიტრამდე პრემიუმ საწვავი 

ასევე მთელი წლის განმავლობაში დაზღვეულები ისარგებლებენ განსაკუთრებული ბენეფიტებით:

  •  17 თეთრიანი ფასდაკლებით ვისოლის საწვავზე;
  •  50% ფასდაკლებით რეცხვის სერვისზე პარტნიორ სამრეცხაოებში.

აქციაში ჩასართავად და საჩუქრების მისაღებად მომხმარებელმა უნდა შეიძინოს ავტოდაზღვევის სრული ნაკრები, რომელიც მოიცავს: ავტომობილის დაზღვევას, ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას, მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევას.

ავტოდაზღვევის შეძენა შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით: თიბისი დაზღვევის ფილიალებში, ასევე  თიბისი ბანკის ფილიალებსა და ვებგვერდზე online.tbcinsunrace.geსაჩუქრებით სარგებლობა მარტივია. დაზღვეული, რომელიც აირჩევს მოგზაურობის ვაუჩერს, მის გამოყენებას შეძლებს ნებისმიერი მიმართულებით ფრენისას, სასტუმროს თუ ტურის დაგეგმვისას თიბისი დაზღვევის პარტნიორ ტურისტურ კომპანია "თემი თრეველში".

ხოლო სასაჩუქრე საწვავით სარგებლობა „ვისოლის“ ბენზინგასამართი სადგურების ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება შესაძლებელი.

თბილისის ტექნოპარკში "სტარტაპ კვირეული" გაიხსნა

თბილისის ტექნოპარკში "სტარტაპ კვირეული" გაიხსნა

4 საათის წინ

"სტარტაპ კვირეული" თბილისის ტექნოპარკში 22-26 მაისს გაიმართება და მის ფარგლებში სტარტაპები  ყველა შესაძლებლობას გაეცნობიან, რასაც სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები მათ იდეის გენერირებიდან მის რეალობად ქცევამდე სთავაზობენ. პროექტი...