საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება საქართველოში საუკეთესოდ დასახელდა

საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება საქართველოში საუკეთესოდ დასახელდა

საქართველოს ბანკმა განაცხადა Global Finance-ის ჯილდოს - "საქართველოში 2018 წლის საუკეთესო პირადი საბანკო მომსახურება", მიღების თაობაზე. ხსენებულ კატეგორიაში მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ბანკებს ცნობილი საერთაშორისო ჟურნალი Global Finance-ი უკვე მესამედ ავლენს. აღნიშნულის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას საქართველოს ბანკი ავრცელებს.

"ხსენებული ჯილდოს მიღება ადასტურებს მომსახურების იმ მაღალ ხარისხს, რომელსაც საქართველოს ბანკი დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებით კლიენტებს სთავაზობს. პირადი ბანკირის მომსახურებასთან და მიმზიდველ ამონაგებთან ერთად, საქართველოს ბანკი, თავისი შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart Securities-ის საშუალებით, კლიენტებს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე ინვესტირების საშუალებას აძლევს", - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ.

საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის  მიმართულება სადღეისოდ 1,818 მლნ ლარის მოცულობის აქტივებს მართავს და ემსახურება შეძლებულ პირებსა და მათ ოჯახებს, 60-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნიდან.

ვითიბი ბანკმა  სამომხმარებლო სესხზე საზაფხულო აქცია დაიწყო

ვითიბი ბანკმა სამომხმარებლო სესხზე საზაფხულო აქცია დაიწყო

8 საათის წინ

15 ივნისიდან ვითიბი ბანკი მომხმარებელს სთავაზობს საზაფხულო აქციას სამომხმარებლო სესხზე, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია 45 000-ლარამდე სესხის აღება 5-წლამდე ვადით. ამის შესახებ ინფორმაციას ვითიბი ბანკი ავრცელებს. წლიური საპროცენტო განაკვეთი...