მთავარი » ეკონომიკა » "საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია" და "ასოციაცია ჩვენი სახლი-საქართველოსთან" პრესკონფერენციას გამართავენ
"საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია" და "ასოციაცია ჩვენი სახლი-საქართველოსთან" პრესკონფერენციას გამართავენ
15:18 | 13 ნოემბერი, 2017

"საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია" და "ასოციაცია ჩვენი სახლი-საქართველოსთან" პრესკონფერენციას გამართავენ

14 ნოემბერს 12:00 საათზე, ფრონტლაინ საქართველოს ოფისში (ლ. ასათიანი ქ. #62)  საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია და ასოციაცია ჩვენი სახლი-საქართველო გიწვევთ პრესკონფერენციაზე, სადაც საქართველოს რეგიონებში ბავშვისა და ოჯახის მომსახურებების გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე პროექტების წარდგენა მოხდება.

პროგრამა დაფინანსებულია ევროკავშირის და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს მიერ პროექტის "სოციალური მუშაკები სოციალური ცვლილებისთვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში (SWIC)" ფარგლებში. პროექტები ხორციელდება საქართველოს 6 რეგიონში:

ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის (ISC) - კახეთის რეგიონი

ასოციაცია ჩვენი სახლი - საქართველო და ასოციაცია სოციალურ ქოლგა - სამეგრელოს, იმერეთის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის და კახეთის რეგიონები;

  • სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი - ქვემო ქართლის რეგიონი;
  • ჯანმრთელობისა და ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრი და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი - გურიის რეგიონი;
  • სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონი.

მიმდინარე პროექტების სამიზნე ჯგუფებია: სოციალური მუშაკები, მასწავლებლები, ადგილობრივი თემის ლიდერები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მიმღები მშობლები, ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდები, სტუდენტები და საჯარო სკოლის მოსწავლეები, მოწყვლადი ოჯახები და ბავშვები.

პროგრამის ფარგლებში დასახული ღონისძიებები მიმართულია ბავშვზე ძალადობისა და მისი მიტოვების პრევენციაზე, პოზიტიური მშობლობის უნარების და ბავშვის დაცვის სისტემის გაძლიერებაზე. ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებები კი ძლიერდება ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, სკოლების, საავადმყოფოების და აღმასრულებელი ხელისუფლების ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების და ქსელების ჩამოყალიბების გზით.

ასოციაცია ჩვენი სახლი-საქართველო (associationohg@gmail.com ტელ: +995 591 15 89 71)

 

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია (keti.g@gasw.org ან ტელ: +995 32 239 00 71; +995 593 51 80 05)