სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარულ ბაზრებს ამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარულ ბაზრებს ამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორები დედაქალაქში არსებულ აგრარულ ბაზრებს ამოწმებენ. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მაღალი რისკის სურსათის - ხორცის და რძის პროდუქტების  სექციებზე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მოწმდება სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, სურსათის შენახვისა და რეალიზაციის პირობები, ტემპერატურული რეჟიმი, ეტიკეტირება და მიკვლევადობა. ამჯერად გამოვლენილი დარღვევების გამო დაჯარიმდა 4 ბიზნესოპერატორი, რომელთაგანაც ორს  კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი  შეუჩერდა  და 1000 ლარით დაჯარიმდა.

მიმდინარე წელს საქართველოს აგრარულ ბაზრებში 161 ბიზნესოპერატორის ინსპექტირება განხორციელდა. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, შემოწმდა 200-ზე მეტი ობიექტი, დაჯარიმდა 53, რომელთაგანაც 4 - რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის, ხოლო 18 ბიზნესოპერატორს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა. შეუსაბამობების აღმოფხვრასთან დაკავშირებით, ბიზნესოპერატორებს მიეცათ შესაბამისი მითითებები და უმეტესობას აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინების შემდეგ საქმიანობის უფლება აღუდგა.

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2 საათის წინ

2018 წლის 25 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 51 190 000 ლარი...