მთავარი » ბანკები » 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დამსწრეებს Visa გადახდის ახალ პორტატულ აქსესუარებს სთავაზობს
2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დამსწრეებს Visa გადახდის ახალ პორტატულ აქსესუარებს სთავაზობს
17:46 | 9 ნოემბერი, 2017

2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დამსწრეებს Visa გადახდის ახალ პორტატულ აქსესუარებს სთავაზობს

ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების ექსკლუზიურმა პარტნიორმა ტექნოლოგიების სფეროში - Visa-მ (NYSE: V), დღეს წარმოადგინა სამი კომერციულად ხელმისაწვდომი პორტატული გადახდის მოწყობილობა. სპეციალურად ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის Visa-მ  შექმნა უკონტაქტო (NFC) გადახდის ხელთათმანები, სამახსოვრო სტიკერები და ოლიმპიური გულსაბნევები, რომლებიც გულშემატკივრებს და სპორტსმენებს აძლევს შესაძლებლობას განახორციელონ შეუფერხებელი და უსაფრთხო გადახდები  ნებისმიერი უკონტაქტო ანგარიშსწორების.

"ჩვენ მოუთმენლად ველით, ფხიონჩხანის ოლიმპიურ თამაშებზე დამსწრე ნებისმიერ ადამიანს შევთავაზოთ დაუვიწყარი გამოცდილება გადახდების სფეროში", - განაცხადა ლაინ იამიესონმა, Visa-ს სამხრეთ კორეის რეგიონალურმა მენეჯერმა. "იმისთვის, რომ ოლიმპიური თამაშების სტუმრებს ჰქონოდათ საუკეთესო გამოცდილების მიღების შესაძლებლობა, Visa დაუღალავად მუშაობდა, რომ ყველა ოლიმპიური ობიექტი აღჭურვილი ყოფილიყო გადახდის უახლესი საშუალებებით".

Visa-ს და "Lotte Card"-თან  (რომელიც სამხრეთ კორეაში რეგისტრირებული საცალო ვაჭრობის გიგანტის „Lotte Department Store“-ს ფინანსურ ქვედანაყოფს წარმოადგენს) თანამშრომლობის შედეგად ახალი წინასწარი გადახდის აქსესუარების შეძენა სამხრეთ კორეაში 9 ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი.