EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის 2017 და 2018 წლების პროგნოზი გაზარდა

EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის 2017 და 2018 წლების პროგნოზი გაზარდა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის განახლებული ანგარიშის მიხედვით, (2017 წლის 7 ნოემბერი), 2017 და 2018 წლებში საქართველოს ეკონომიკა 4.5%-ით გაიზრდება. ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2017 წლისთვის 0.6, ხოლო 2018 წლისთვის 0.3 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა.  

EBRD პროგნოზის გაუმჯობესებას საქართველოს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას უკავშირებს, რაც ექსპორტისა და ტურიზმის მნიშვნელოვანმა ზრდამ განაპირობა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ცხრა თვეში საქართველოს ეკონომიკა 4.7%-ით გაიზარდა, ხოლო ამავე პერიოდში ექსპორტის 28.3%-იანი, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 28.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა

EBRD-ის ანგარიშის თანახმად, მოხმარების გაჯანსაღება, ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში და ტურიზმის სექტორის შემდგომი განვითარება ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი ფაქტორები იქნება მომავალი წლების განმავლობაში.

საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. EBRD-ის მსგავსად, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) და აზიის განვითარების ბანკმაც  გაზარდეს.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზების თანახმად, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის საქართველოს ექნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა შემდგომ წლებში.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკაში მიმდინარე პოზიტიური ტენდენციები უკვე აისახა ქვეყნის სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესებაზეც - მიმდინარე წლის სექტემბერში სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა გააუმჯობესა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba2-მდე.

თბილისის ტექნოპარკში "სტარტაპ კვირეული" გაიხსნა

თბილისის ტექნოპარკში "სტარტაპ კვირეული" გაიხსნა

5 საათის წინ

"სტარტაპ კვირეული" თბილისის ტექნოპარკში 22-26 მაისს გაიმართება და მის ფარგლებში სტარტაპები  ყველა შესაძლებლობას გაეცნობიან, რასაც სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები მათ იდეის გენერირებიდან მის რეალობად ქცევამდე სთავაზობენ. პროექტი...