გიორგი ვაშაძე იანოშ ჰერმანს შეხვდა

გიორგი ვაშაძე იანოშ ჰერმანს შეხვდა

"ერთობა ახალი საქართველოს" წევრები საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელს შეხვდნენ. გიორგი ვაშაძემ, იანოშ ჰერმანს თვითმმართველობის არჩევნების დროს არსებული დარღვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ისაუბრეს პარტიის წინასაარჩვენო პროგრამაზე, სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის საკითხებზე.

"დღევანდელ შეხვედრაზე, იანოშ ჰერმანთან ვისაუბრეთ სამ მნიშვნელოვან საკითხზე. პირველი ეს არის ფუნდამენტური საარჩვენო რეფორმის გეგმა, რომელსაც ჩვენ რამდენიმე კვირაში წარვადგენთ.  გაყალბების მექანიზმი, რომელიც ჩამოყალიბდა  აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

ჩვენ წარვადგენთ გეგმას, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს ცვლილებები. მეორე საკითხი, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ არის ჩვენი პარტიის სამოქმედო გეგმა."ახალი საქართველოს" აქტიურად აგრძელებს პოლიტიკურ ცხოვრებას და ჩვენ ბევრ საინტერესო რეფორმის გეგმას შევთავაზებთ საზოგადოებას. მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ეს არის კორუფცია.  კორუფცია, რომელიც ხელს უშლის ქვეყის წინ სვლას და რის გამოც არ ვითარდება ეკონომიკა", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გარემოს დაცვის ექსპერტის თქმით, ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი მშენებლობის მტვერია

გარემოს დაცვის ექსპერტის თქმით, ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი მშენებლობის მტვერია

5 საათის წინ

არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვამ“ პარლამენტის სამუშაო ჯგუფისთვის ჰაერის დაბინძურების თემაზე მასშტაბური კვლევა ჩაატარა. შუალედური შედეგები უკვე ცნობილია. „ეკოხედვის“ ექსპერტი ნუგზარ ბუაჩიძე აცხადებს, რომ ჰაერის დაბინძურების...