"ნატახტარი" და "კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის" ადვოკატობის კამპანიას რეგიონებში აგრძელებენ

"ნატახტარი" და "კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის" ადვოკატობის კამპანიას რეგიონებში აგრძელებენ

9-17 ნოემბერს ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის პრეზენტაციები და განხილვები 10-მდე სხვადასხვა რეგიონულ ცენტრში მოეწყობა.

რეგიონულ ცენტრებში განლაგებულ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში გამართულ შეხვედრებზე ფონდი "ნატახტარი" და "კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის" ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს: თვითმმართველობის ორგანოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლებს ერთობლივად მომზადებულ პროგრამას წარუდგნენ. პრეზენტაციასთან ერთად, მოეწყობა ახალი პროგრამისა და მზრუნველობამოკლებული მოზარდებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის კუთხით რეგიონებში არსებული ვითარების განხილვა.

შეხვედრები შემდეგი გრაფიკით გაიმართება:

მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის შემუშავების პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ  სახელმწიფო სტრუქტურები, მათ შორის, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო, მთავრობის ადმინისტრაცია. პროგრამა რამდენიმე მნიშვნელოვანი თავისგან შედგება, რომელიც მუნიციპალიტეტებისთვის მათ ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ბენეფიციართა დამხმარე ერთგვარ სახელმძღვანელოს წარმოადგენს.

2017 წლის ივლისის დასაწყისში კომპანია „ნატახტარსა“ და  „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის  მიზანს ზრუნვის სისტემიდან გასული ახლგაზრდების მხარდაჭერა წარმოადგენდა.

კამპანია "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" რეგიონებშიც დაიწო

კამპანია "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" რეგიონებშიც დაიწო

16 საათის წინ

კამპანიამ "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" საგზაო უსაფრთხოების მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით,  სტარტი თბილისში, 17 სექტემბერს აიღო კამპანიის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" მიერ...