საბავშვო ევროვიზიის სამზადისი დასრულების სტადიაშია

საბავშვო ევროვიზიის სამზადისი დასრულების სტადიაშია

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საბავშვო ევროვიზიის სამზადისი დასასრულს უახლოვდება. უკვე დაწყებულია მთავარი სცენის მონტაჟი, რის შემდეგაც მხოლოდ დეკორაციის დამონტაჟება დარჩება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

დღეს დაიწყო გენერალურ რეპეტიცია-კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა, რომელიც 25 ნოემბერს, 19:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

მსურველებს ბილეთების შეძენა 3, 5 და 10 ლარად, ელექტრონული სახით tkt.ge-ze და თბილისის საკონცერტო დარბაზის სალაროებში შეეძლებათ.

გენერალური რეპეტიცია ლაივ რეჟიმში მიმდინარეობს და ანალოგიურია მთავარი შოუსი, რომელიც 26 ნოემბერს გაიმართება.

რეპეტიცია-კონცერტზე მაყურებელს შესაძლებლობა ექნება პირველმა შეაფასოს 16 ქვეყნის კონკურსანტი. სწორედ ამ გენერალური რეპეტიციის მიხედვით, ყველა მონაწილე ქვეყანაში ჟიური აფასებს კონკურსანტებს, რომლის შედეგსაც მაყურებელი უკვე 26 ნოემბერს, პირდაპირ ეთერში იხილავს.

გიორგი გახარია საუდის არაბეთის კომერციისა და ინვესტიციების მინისტრს შეხვდა

გიორგი გახარია საუდის არაბეთის კომერციისა და ინვესტიციების მინისტრს შეხვდა

17 საათის წინ

დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს განაგრძობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო...