ივერთუბნის მოსახლეობას 2018 წლის იანვრიდან 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება

ივერთუბნის მოსახლეობას 2018 წლის იანვრიდან 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის 2017 წლის საინვესტიციო პროექტებს შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება წყალმომარაგების  ქსელის და დედაქალაქის ურბანული განვითარებაა.

კომპანიას წყალმომარაგების ქსელი თბილისის იმ ახალშემოერთებულ დასახლებებში გაყავს, სადაც აქამდე აბონენტები არ ჰყავდა. ამ მხრივ აღსანიშნავია, ჩუღურეთის რაიონში,  ივერთუბნის დასახლებაში  მიმდინარე მასშტაბური რეაბილიტაცია.

პროექტის ფარგლებში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 27 კილომეტრიან  წყალმომარეგბის ახალ სისტემას აწყობს. ამასთან ერთად, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, ახალ ქსელზე ევროსტანდარტის შესაბამისი ურდულები და რეგულატორები დამონტაჟდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ ივერთუბნის დასახლებაში 1800 ოჯახი 24 საათიან, უწყვეტ და სტაბილურ წყალმომარაგებას მიიღებს. აღნიშნულ პროექტში კომპანია  3.5 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

ამ ეტაპზე ივერთუბანში 11 კმ წყალმომარაგების ქსელი უკვე მოწყობილია. სარეაბილიტაციო სამუშაოები დეკემბრის ბოლოს დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ასეთ პროექტეს  ბეთანიასა და კვესეთში განახორციელებს. აღნიშნულ დასახლებებში 27 კილომეტრიანი ქსელი მოეწყობა და 6 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გდანსკის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა იწყება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გდანსკის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა იწყება

16 საათის წინ

2019 წლის 2 აპრილს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გდანსკის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყება. საპორტო ქალაქი გდანსკი იქნება რიგით მეოთხე მიმართულება, სადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პოლონეთის მიმართულებით და...