მეტი ჰაერი ქალაქს მარდი ჰოლდინგისგან

მეტი ჰაერი ქალაქს მარდი ჰოლდინგისგან

კომპანია "მარდი ჰოლდინგმა" აიღო სოციალური პასუხისმგებლობა ეზრუნა გარემოზე და წამოიწყო აქცია: "მეტი ჰაერი ქალაქს".  აქციის ფარგლებში მარდი ჰოლდინგი ყველა ნაგებობას, რომელსაც ის ააშენებს, კ3-ს გაზრდის და ფასადს მწვანე ნარგავებითა და ფლორით შეფუთავს.

"ჩვენ მოვახდინეთ ერთ-ერთი ახლად დასრულებული კორპუსის აივნებზე ყვავილების განთავსება და კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების ზონის მოწყობა. ყველა მოქალაქის და მით უმეტეს მშენებელის ვალია საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა, გარემოსა და ესთეტურ მხარეზე ზრუნვა", - ამბობს ნათია სირაბიძე, მარდი ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორი.

აქცია მეორე წელია გრძელდება. კომპანია "მარდი ჰოლდინგი" სამომავლოდ გეგმავს მშენებარე პროექტების ირგვლივ არსებულ ინფრასტრუქტურაზე ზრუნვას.

მარდი ჰოლდინგი სამშენებლო-დეველოპერული კომპანიაა, რომელიც საცხოვრებელ და სასტუმრო კომპლექსებს აშენებს ბათუმში, თბილისსა და ბაკურიანში.