აბრეშუმის გზის ფორუმის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პანელის სპიკერი ჰენრიკ ჰოლოლეი იქნება

აბრეშუმის გზის ფორუმის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პანელის სპიკერი ჰენრიკ ჰოლოლეი იქნება

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის (Transport infrastructure) პანელის სპიკერი ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი ჰენრიკ ჰოლოლეი იქნება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებსი სამინისტრო ავრცელებს.

ჰენრიკ ჰოლოლეი ეკონომისტი, ტალინის ტექნიკური უნივერსიტეტისა და დანიის აარჰუსის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია.

1995-2004 წლებში  ჰოლოლეის ეკავა სხვადასხვა თანამდებობა ესტონეთის მთავრობაში. მას, ქვეყნის  მთავრობასა და პრემიერ-მინისტრთან უშუალო თანამშრომლობით, დიდი წვლილი მიუძღვის ესტონეთის ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკის გატარებაში.

2001-2002 წლებში ჰენრიკ ჰოლოლეი იყო ესტონეთის ეკონომიკის მინისტრი. 2002-2003 წლებში ის წარმოადგენდა ესტონეთის მთავრობას იმ გუნდში , რომელმაც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის ევროპის კონსტიტუციის პროექტი შეიმუშავა.

2004 წელს  ჰენრიკ ჰოლოლეი გადავიდა ევროკომისიაში ვიცე-პრეზიდენტის სიიმ კალასის კაბინეტის თავმჯდომარის პოზიციაზე. 2004-2010 წლებში, ვიცე-პრეზიდენტ კალასის პირველი მანდატის დროს, იგი ხელმძღვანელობდა ადმინისტრაციას, აუდიტს და თაღლითობის საწინააღმდეგო საქმიანობას, ხოლო ვიცე-პრეზიდენტის მეორე მანდატის დროს,  2010-2013 წლებში იგი ტრანსპორტის საკითხებზე მუშაობდა.

2013 წლის ნოემბრიდან ჰოლოლეი ევროკომისიის გენერალური მდივნის მოადგილედ დაინიშნა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმოქმედ  კომიტეტში ევროკომისიის წარმომადგენელი იყო.

ჰენრიკ ჰოლოლეი ევროკომისიის მობილობისა და ტრანსპორტის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე 2015 წლის ოქტომბერში დაინიშნა. იგი ხელმძღვანელობს  600-ზე მეტი თანამშრომლისგან შემდგარ გუნდს, ოთხ სხვადასხვა სატრანსპორტო სააგენტოს, ასევე, ორ ერთობლივ ქვეპროგრამას, რომელთა საშუალებითაც ევროკავშირის სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარება და იმპლემენტაცია უნდა განხორციელდეს.

სხვადასხვა წლებში  ჰენრიკ ჰოლოლეის ჯილდოდ გადაეცა ლომის დიდი ჯვარი ფინეთის პრეზიდენტისგან, თეთრი ვარსკვლავის მე-3 თანრიგის ორდენი ესტონეთის პრეზიდენტისგან, Chevalier de l'Ordre du Mérite-ის ორდენი საფრანგეთის პრეზიდენტისგან, ასევე აღიარების ჯვარი ლატვიის პრეზიდენტისგან და ღირსების ორდენი მოლდოვას პრეზიდენტისგან.

2014 წლის მაისში ესტონურმა ევროპულმა მოძრაობამ  ჰენრიკ ჰოლოლეი "წლის ევროპელად" დაასახელა.

გარემოს დაცვის ექსპერტის თქმით, ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი მშენებლობის მტვერია

გარემოს დაცვის ექსპერტის თქმით, ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი მშენებლობის მტვერია

20 ივლისი, 2018

არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვამ“ პარლამენტის სამუშაო ჯგუფისთვის ჰაერის დაბინძურების თემაზე მასშტაბური კვლევა ჩაატარა. შუალედური შედეგები უკვე ცნობილია. „ეკოხედვის“ ექსპერტი ნუგზარ ბუაჩიძე აცხადებს, რომ ჰაერის დაბინძურების...