დიმიტრი ქუმსიშვილი: მიკროსაფინანსო ორგანიზაციების პორტფელის 70 პროცენტი გალარებულია

დიმიტრი ქუმსიშვილი: მიკროსაფინანსო ორგანიზაციების პორტფელის 70 პროცენტი გალარებულია

"არ დავიღლები  და კიდევ ერთხელ გაგცემთ პასუხს, რომ ლარიზაცია არ ნიშნავს ლარის კურსთან ურთიერთკავშირს. ეს ნიშნავს უცხოური ვალუტაზე ლარის დამოკიდებულების შემცირებას, რომელსაც ჩვენ წარმატებით ვართმევთ თავს მოკლევადიან პერიოდში თავს", - ასე უპასუხა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ოპოზიციის შეკითხვებს ლარიზაციის რეფორმის თაობაზე.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ზოგადად ლარიზაცია გრძელვადიანი პროექტია.

"მაგალითად, ჩილესა და სხვა ქვეყნებში ამას არაერთი წელი დასჭირდა. ჩვენ დღეს გვაქვს საკმაოდ კარგი შედეგები მოკლევადიან პერიოდში. მიმდინარე წლის ოქტომბრის მდგომარეობით, დეპოზიტების ლარიზაცია წლის დასაწყისიდან გაიზარდა 6 პროცენტული პუნქტით - 35%-მდე, ხოლო სესხების ლარიზაცია გაიზარდა 8,4 პროცენტული პუნქტით - 35 %-მდე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ცვლილებაა ფიზიკური პირებისშემთხვევაში. სესხების ლარიზაცია ფიზიკურ პირებში 12 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და შეადგინა  54%. რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, მათი პორტფელის  70 პროცენტი არის გალარებული", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

მისი თქმით, ლარიზაციის რეფორმამ სხვა არანაკლებ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებთან ერთად, მინიმუმადე უნდა შეამციროს საქართველოს თითოეული მოქალაქის დამოკიდებულება საგარეო ეკონომიკურ შოკებზე, უნდა გაზარდოს მათი დანაზოგები და ქვეყნის განვითარებას შეუწყოს ხელი.

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

18 აგვისტო, 2018

კურორტ გუდაურში იტალიური კომპანია ტექნო ალპინი ხელოვნური გათოვლიანების უახლეს სოსტემას დაამონტაჟებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. ხელშეკრულებას ხელი კომპანიასა და მთის კურორტების...