იანვარი-ოქტომბრის თვის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 6,4 მილიონს გადააჭარბა

იანვარი-ოქტომბრის თვის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 6,4 მილიონს გადააჭარბა

2017 წლის იანვარი-ოქტომბრის თვის მონაცემებით საქართველოს 6,430,824 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 1,016,180-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +18.8%).

10 თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 3,042,907 შეადგინა, რაც 665,327-ით მეტია 2016 წლის იანვარი - ოქტომბრის მაჩვენებელზე (ზრდა +28%).

2017 წლის 10 თვეში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+10.8%), სომხეთიდან (+15.8%), რუსეთიდან (+33.3%), თურქეთიდან (-4.1%) და ირანიდან (+122.8%) შედგა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ - ოქტომბერში გამოირჩეოდნენ: გაერთიანებული სამეფო +40%, ავსტრია +36.8%, ნიდერლანდები +34.6%, საფრანგეთი +30.4% და გერმანია +29.1%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: საუდის არაბეთი +171.5%, ქუვეითი +150.3%, ირანი +122.8%, კორეის რესპუბლიკა +88.1%, უზბეკეთი +75.4%, ინდოეთი +70% და ჩინეთი +56.9%.

2017 წლის ოქტომბრის თვის მონაცემებით საქართველოს 607,989 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 80,094-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +15.2%)-ია.

ოქტომბრის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 259,313 შეადგინა, რაც 43,118-ით მეტია 2016 წლის ოქტომბრის მაჩვენებელზე (ზრდა +19.9%).

2017 წლის II კვარტლის მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 658.7 მილიონ დოლარს (ზრდა +27.8%), რაც 143 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2017 წლის I-II კვარტლების ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 1.1 მილიარდ (1,093,280,615) დოლარს (ზრდა +26%), რაც 225 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2017 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით შეადგენს 6.8%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +11.1%-ია.

2017 წლის I-II კვარტლების ჯამური მონაცემებით წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.8% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +5.9%.

2017 წლის იანვარი-სექტემბრის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 1,653,855 ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +38.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

თელავში ბავშვთა შორის კახეთის რეგიონის ჩემპიონატი "m2-ის თასი" ჩატარდა

თელავში ბავშვთა შორის კახეთის რეგიონის ჩემპიონატი "m2-ის თასი" ჩატარდა

15 საათის წინ

2018 წლის 21 ივნისს, თელავში "m2 უძრავი ქონებისა" და საფეხბურთო კლუბ "თელავის" ორგანიზებით, გაიმართა საბავშვო ტურნირი ფეხბურთში კახეთის რეგიონის გუნდებს შორის. "m2-ის თასზე" მონაწილეობა  11-12 წლის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული 8 გუნდმა მიიღო -...