ლაბორატორია ახალგაზრდა "სტარტაპერებს" პროექტის განხორციელებაში დაეხმარება

ლაბორატორია ახალგაზრდა "სტარტაპერებს" პროექტის განხორციელებაში დაეხმარება

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია ხელს შეუწყობს ახალგაზრული პროექტის განხორციელებას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ლაბორატორიას სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია - ჯესსის  მოსწავლეთა კლუბი ეწვია და ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. მოსწავლეთა კლუბი დაინტერესებულია შექმნას ისეთი მოწყობილობა, რომელიც იქნება მარტივი გზა საკვები პროდუქტების გამოსაკვლევად. თავის მხრივ, ლაბორატორიამოსწავლეებს გაუწევს საკონსულტაციო დახმარებას და მოსწავლეებს პროექტის განხორციელების პერიოდში შესაძლებლობა ექნებათ კითხვა-პასუხის რეჟიმში ლაბორატორიის სპეციალისტებისაგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ.

შეხვედრის დროს, აია - ჯესსის  მოსწავლეთა კლუბის წევრებს განემარტათ ბიოუსაფრთხოებისა და ლაბორატორიულ დანადგარებთან უსაფრთხო მუშაობის პრინციპები. ასევე, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გასცნობოდნენ და თავადაც ჩართულიყვნენ სხვადასხვა ექსპრეს-ტესტის წარმოებაში.თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ ლაბორატორიულ ბაზაზე დაშვება კი, შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს მიღებული თეორიული ცოდნა, პრაქტიკაში განიმტკიცონ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია ცდილობს მაქსიმალურად დაეხმაროს სასწავლო საგანმანათლებლო დაწესებულებებს მომავალი სპეციალისტების აღზრდაში. მსგავსი სახის ღონისძიებების მიზანია საბუნებისმეტყველო და აგრარული მეცნიერებების მიმართულების პოპულარიზაცია და ახალგაზრდული იდეების წახალისება და დამწყები პროექტების ხელშეწყობა.

ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა საზღვაო სივრცეში და პორტებში ბათიმეტრიული სამუშაოები დაიწყო

ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა საზღვაო სივრცეში და პორტებში ბათიმეტრიული სამუშაოები დაიწყო

22 საათის წინ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული  სამსახური   საქართველოს საზღვაო სივრცეში და პორტებში ბათიმეტრიულ სამუშაოებს მსოფლიოს წამყვანი  ჰიდროგრაფიული ტექნოლოგიების მწარმოებელი...