ეკონომიკის სამინისტროში ირლანდიის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა

ეკონომიკის სამინისტროში ირლანდიის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა

ირლანდია საქართველოში სავაჭრო წარმომადგენლობას გამოაგზავნის, რომელიც გაამყარებს ორი ქვეყნის კერძო სექტორს შორის კავშირებს - ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ  ნინო ჯავახაძემ  ირლანდიის საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.  დელეგაცია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება და მას სენატის თავმჯდომარე დენის ო დონოვანი ხელმძღვანელობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებსი სამინისტრო ავრცელებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შეხვედრას მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილიც ესწრებოდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.  დენის ო დონოვანმა იმედი გამოთქვა , რომ უახლოეს მომავალში საქართველოში ირლანდიის საელჩო გაიხსნება.

"მინდა მოგილოცოთ ის ახალი ეკონომიკური რეიტინგები, რომელსაც მიაღწიეთ, ამას თქვენი ქვეყნისთვის დიდი საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს", - განაცხადა ირლანდიის სენატის თავმჯდომარემ.

ირლანდიის საპარლამენტო დელეგაცია საქართველოს 5  დღიანი ოფიციალური  ვიზიტით სტუმრობს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გდანსკის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა იწყება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გდანსკის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა იწყება

12 საათის წინ

2019 წლის 2 აპრილს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გდანსკის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყება. საპორტო ქალაქი გდანსკი იქნება რიგით მეოთხე მიმართულება, სადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პოლონეთის მიმართულებით და...