m2-მა მთაწმინდის ფერდობის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა

m2-მა მთაწმინდის ფერდობის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა

1-ლი ნოემბერი, 2017 წელი - კომპანიამ "m2 უძრავი ქონება" მთაწმინდის ნახანძრალი ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტი m2-ის დაკვეთით საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის სპეციალისტებმა მოამზადეს.

დოკუმენტში დეტალურადაა აღწერილი როგორც ნახანძრალი 2 ჰექტარზე მეტი ტერიტორიის გატყევება-აღდგენის, ასევე მისი შემდგომი მოვლის ეტაპები და პროცედურები.

საქართვველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მიერ მომზადებულმა დოკუმენტმა საბოლოო სახე რამდენიმე დღის წინ მიიღო, როდესაც m2-მა გარემოს დამცველ ორგანიზაციებთან და დარგის ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის ფარგლებში სპეციალისტებმა თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირეს. მათი წინადადებების უმეტესობა სატენდერო დოკუმენტში იქნა გათვალისწინებული.

ტენდერი მთაწმინდის ნახანძრალი ფერდობის გატყევება-აღდგენის სამუშაოებთან დაკავშირებით 1-ელ ნოემბერს გამოცხადდა და დაინტერესებულ ორგანიზაციებს თავიანთი წინადადებების წარმოდგენა 15 ნოემბრამდე შეეძლებათ.

კომპანიამ "m2 უძრავი ქონება" მთაწმინდის ფერდობის რეაბილიტაციაზე მუშაობა 9 აგვისტოს დაიწყო. m2-ის მიზანი აღნიშნულ ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვანი და თვითგანახლებადი გარემოს შექმნაა.

პრემიერმინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე საპარლამენტო უმრავლესობას ხვდება

პრემიერმინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე საპარლამენტო უმრავლესობას ხვდება

4 საათის წინ

პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" სათაო ოფისში პრემიერმინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე საპარლამენტო უმრავლესობასთან შემხვედრას მართავს, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც ესწრება. თუ რა საკითხები...