Doing Business 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო რეიტინგის ათეულშია

Doing Business 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო რეიტინგის ათეულშია

მსოფლიო ბანკის  Doing Business 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი 7 ადგილით გაუმჯობესდა. 2018 წელს საქართველოს ქულა 2.12 პუნქტით გაუმჯობესდა (82.04 ქულამდე) და 190 ქვეყანას შორის მე-16 ადგილიდან მე-9 ადგილზე გადაინაცვლა.

საქართველო კვლავ გამოირჩევა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, როგორც ქვეყანა, რომელმაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა უკეთესი და უფრო ეფექტიანი რეგულირების მიმართულებით.

წინა წელთან შედარებით, 2018 წელს საქართველომ გადაასწრო ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა შვედეთი, მაკედონია, ესტონეთი, ფინეთი, ავსტრალია, ტაივანი (ჩინეთი), ლატვია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს რეიტინგი გაუმჯობესებულია 5 ინდიკატორში:

  • ბიზნესის დაწყება - მე-4 ადგილი (2017 წელს მე-8 ადგილი); 
  • ელექტროენერგიის ქსელზე მიერთება - 30-ე ადგილი (2017 წელს 39-ე ადგილი);
  • მცირე აქციონერთა უფლებების დაცვა - მე-2 ადგილი (2017 წელს მე-7 ადგილი);
  • კონტრაქტების აღსრულება - მე-7 ადგილი (2017 წელს მე-16 ადგილი);
  • გადახდისუუნარობის საქმეების გადაწყვეტა - 57-ე ადგილი (2017 წელს 106-ე ადგილი).

წინა წელთან შედარებით საქართველოს ქულა გაუმჯობესდა 6 ინდიკატორში, ხოლო 4 ინდიკატორში დარჩა უცვლელი. 2018 წლის ანგარიშით არცერთ ინდიკატორში ქულა არ გაუარესებულა.

გაუმჯობესებული ქულების მქონე ინდიკატორებია:

  • ბიზნესის დაწყება - 97.84 (ქულა გაუმჯობესდა 0.01-ით);
  • მშენებლობის ნებართვის მიღება - 77.57 (ქულა გაუმჯობესდა 0.02 ქულით);
  • ელექტროენერგიის ქსელზე მიერთება - 84.32 (შედეგი  გაუმჯობესდა 0.55 ქულით);
  • მცირე აქციონერთა უფლებების დაცვა - 81.67 (შედეგი გაუმჯობესდა 5.00 ქულით);
  • გადასახადების გადახდა - 87.14 (შედეგი გაუმჯობესდა 0.04 ქულით);
  • გადახდისუუნარობის საქმეების გადაწყვეტა - 55.59 (შედეგი გაუმჯობესდა 15.57 ქულით).

Doing Business 2013 წლის ანგარიშთან  (რომელიც გამოქვეყნდა 2012 წელს)  შედარებით საქართველოს მდგომარეობა გაუმჯობესებულია შემდეგ  6 ინდიკატორში:

  • ბიზნესის დაწყება მე-4 ადგილი (2013 წელს მე-7 ადგილი);
  • ელექტროენერგიის ქსელზე მიერთება - 30-ე ადგილი (2013 წელს 50-ე ადგილი);
  • მცირე აქციონერთა უფლებების დაცვა - მე-2 ადგილი (2013 წელს მე-19 ადგილი);
  • გადასახადების გადახდა 22-ე ადგილი (2013 წელს 33-ე ადგილი);
  • კონტრაქტების აღსრულება - მე-7 ადგილი (2013 წელს 30-ე ადგილი);
  • გადახდისუუნარობის საქმეების გადაწყვეტა - 57-ე ადგილი (2013 წელს 81-ე ადგილი).

2013 წლის ანგარიშით საქართველო მე-9 ადგილს იკავებდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან Doing Business-მა შეცვალა მეთოდოლოგია (პროცედურების სიმარტივის და სისწრაფის მაჩვენებელთან ერთად მეთოდოლოგიას დაემატა ასევე, ხარისხობრივი მაჩვენებელიც) და მოახდინა წინა წლების შედეგების გადაანგარიშება, ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით 2013 წელს დაკავებული მე-9 ადგილი გაუტოლდა 23-ე ადგილს. შესაბამისად, 2013 წლის ანგარიშთან შედარებით წელს საქართველო 14 ადგილით დაწინაურდა.

ელექტროენერგიის ქსელზე მიერთების ინდიკატორი - რეფორმით შემცირდა ბიზნესისთვის ელექტროენერგიის ქსელზე მიერთების საფასური და პროცედურების რაოდენობა. 

მცირე აქციონერთა უფლებების დაცვის ინდიკატორი - მცირე აქციონერთა უფლებების დაცვის კუთხით 2017 წლის მაისში ცვლილებები შევიდა "მეწარმეთა შესახებ" და "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონებში. ასევე, 2016 წელს მიღებულ იქნა ახალი კანონი "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ", რომელმაც, ასევე, დადებითად იმოქმედა ზემოაღნიშნულ ინდიკატორზე. ცვლილებებით კიდევ უფრო მეტად არის დაცული მცირე აქციონერთა უფლებები. მცირე აქციონერებს გააჩნიათ მეტი ხელმისაწვდომობა კომპანიის შიდა დოკუმენტებთან, მენეჯერების ანაზღაურებასთან. დაიხვეწა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვიდა აუდიტის კომიტეტთან და ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული რეგულაციები.

გადახდისუუნარობის საქმეების გადაწყვეტის ინდიკატორი - 2017 წლის მაისში ცვლილება განხორციელდა "გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონში. ამ რეფორმის შედეგად კიდევ უფრო გაძლიერდა როგორც მოვალის, ასევე კრედიტორ(ებ)ის უფლებების დაცვა. ცვლილებებით ნებისმიერ კრედიტორს შეუძლია განცხადების შეტანა მოვალის გადახდისუუნარობაზე, ხოლო მოვალეს, თავის მხრივ, უფლება აქვს მოითხოვოს როგორც გაკოტრება, ასევე რეაბილიტაციაც. ცვლილებებით დარეგულირდა, აგრეთვე, კრედიტორთა მიერ მოვალის ფინანსური ინფორმაციის გამოთხოვის და მოვალისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე  ხელშეკრულებების შეუწყვეტლობის საკითხები.

რაც შეეხება ბიზნესის დაწყების ინდიკატორს -  აქამდე დუინგ ბიზნესის გუნდი ცალკე სავალდებულო პროცედურად თვლიდა საბანკო ანგარიშის გახსნას და სარეგისტრაციო თანხის გადახდას; რეფორმის შედეგად სარეგისტრაციო თანხის გადახდა და განაცხადის ჩაბარება ერთ ფანჯარასთან ხდება, ხოლო დუინგ ბიზნესის გუნდთან ჩატარებული განმარტებითი სამუშაოს შედეგად გუნდი დარწმუნდა, რომ საბანკო ანგარიშის გახსნა არ არის ცალკე სავალდებულო პროცედურა, რადგან ბიზნესის რეგისტრაციისთვის საბანკო ანგარიშის გახსნის ვალდებულებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. შესაბამისად, დუინგ ბიზნესის გუნდმა აღიარა, რომ საქართველოში ბიზნესის რეგისტრაციას ჭირდება სულ 2 პროცედურა (კომპანიის რეგისტრაცია და დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაცია).

კონტრაქტების აღსრულებასთან დაკავშირებით, DB-ის გუნდმა 2018 წლის ანგარიშში ჩაგვითვალა მიწოდებული ინფორმაცია აღსრულების წინასწარ საფასურთან დაკავშირებით, რომელიც არის აღსასრულებელი მოთხოვნის 2%, ნაცვლად DB 2017 წლის ანგარიშში დაფიქსირებული აღსასრულებელი მოთხოვნის 6,9%-ისა.

2018 წელს საქართველოს მდგომარეობა უცვლელია გადასახადების გადახდის ინდიკატორში (22-ე ადგილი).

DB 2018 წლის რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება:

  • ახალი ზელანდია
  • სინგაპური 
  • დანია
  • კორეა
  • ჰონგ-კონგი, ჩინეთი
  • აშშ
  • დიდი ბრიტანეთი
  • ნორვეგია
  • საქართველო
  • შვედეთი
ქობულია: ერთ-ერთი ქვეყანა ვართ, სადაც ციფრული მაინინგის სფეროში დიდი ინვესტიციები განხორციელდა

ქობულია: ერთ-ერთი ქვეყანა ვართ, სადაც ციფრული მაინინგის სფეროში დიდი ინვესტიციები განხორციელდა

21 სექტემბერი, 2018

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბლოკჩეინთან დაკავშირებით  საქართველო უკვე არის მსოფლიო რუკაზე. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც საკმაოდ დიდი ინვესტიციები განხორციელდა ციფრული მაინინგის სფეროში, რადგან გვაქვს ძალიან ხელსაყრელი პირობები...