ქართული საპროდიუსერო კომპანიები მსოფლიო კინოინდუსტრიის მასშტაბურ ღონისძიებაზე წარდგებიან

ქართული საპროდიუსერო კომპანიები მსოფლიო კინოინდუსტრიის მასშტაბურ ღონისძიებაზე წარდგებიან

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით, 2017 წლის 1-8 ნოემბერს, ქართული საპროდიუსერო კომპანიები, ლოს-ანჯელესში, მსოფლიო კინოინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური  ღონისძიების "American Film Market" ლოკაციების გამოფენაზე წარსდგებიან.

საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის კინოგადაღების მოედნის პოპულარიზაციის კუთხით, აღნიშნული გამოფენის ფარგლებში წარდგენილი იქნება კინოინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამა "გადაიღე საქართველოში", და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია ე.წ "cashrebate" მექანიზმის შესახებ.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ გამოფენაზე თავს იყრის 7 000-ზე მეტი კინომწარმოებელი თუ დისტრიბუტორი და 100 000-ზე მეტი  კინოინდუსტრიის წამყვანი წარმომადგენელი. პროგრამის "გადაიღე საქართველოში" სტენდის ქვეშ წარმოდგენილი ქართული საპროდიუსერო კომპანიები დაინტერესებულ პირებს გააცნობენ საკუთარ სერვისებსა თუ შესაძლებლობებს.

ამასთანავე, ღონისძიების მსვლელობის ფარგლებში ჩანიშნულია შეხვედრები კინოინდუსტრიის წამყვან წარმომადგენლებთან. ქართულ მხარეს საშუალება  ექნება სხვადასხვა მსხვილ სტუდიოს, პროდიუსერსა და ლოკაციის მენეჯერს დეტალურად გააცნოს ქვეყანაში კინოინდუსტრიის მიმართულებით არსებული ვითარება და "გადაიღე საქართველოში" პროგრამის  მექანიზმი.

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

18 აგვისტო, 2018

კურორტ გუდაურში იტალიური კომპანია ტექნო ალპინი ხელოვნური გათოვლიანების უახლეს სოსტემას დაამონტაჟებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. ხელშეკრულებას ხელი კომპანიასა და მთის კურორტების...