თიბისი: სტარტაპერის და ჯეოსელის ერთობლივი  შეთავაზება სტარტაპერებს

თიბისი: სტარტაპერის და ჯეოსელის ერთობლივი შეთავაზება სტარტაპერებს

თიბისი ბანკის პროგრამა "სტარტაპერს" კომპანია "ჯეოსელი" უერთდება და დამწყები ბიზნესებისთვის სპეციალურ პროდუქტს - "ჯეოსელი სტარტაპერისთვის" ქმნის. აღნიშნულის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

"სტარტაპერისა" და "ჯეოსელის" ერთობლივი შეთავაზებით, დამწყებ ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ  მათზე მორგებული 2 პაკეტიდან ერთ-ერთი, რაც  სასაუბრო დროზე, SMS-ებსა და ინტერნეტზე შეღავათიანი ტარიფებით სარგებლობას გულისხმობს.

კერძოდ, სპეციალურად სტარტაპერებისთვის შექმნილი პაკეტები მოიცავს:

7 ლარიანი პაკეტი :

· 1000 წუთს ჯეოსელის ქსელში;

· 1000 SMS-ს;

· 1000 MB ინტერნეტს.

10 ლარიანი პაკეტი:

· 300 წუთი ლოკალურ ზარებზე*;

· 3000 SMS;

· 3000 MB ინტერნეტი.

* გამონაკლისია S1, Gmobile და Globalcell.

"ჯეოსელი სტარტაპერისთვის" შეთავაზებით სარგებლობა  შეუძლია ნებისმიერ კომპანიას, რომელიც რეგისტრირებულია არაუმეტეს 2 წლისა. პაკეტებით სარგებლობა შეთავაზების მიღებიდან 2 წლის განმავლობაშია შესაძლებელი.

სტარტაპერებზე ასევე ვრცელდება "ჯეოსელის" სპეციალური ტარიფიც, რაც კომპანიის შიგნით ულიმიტო ზარებსა და SMS-ებს მოიცავს თვეში მხოლოდ 2 ლარად.

"ჯეოსელი სტარტაპერისთვის" პაკეტებით სარგებლობისთვის, სტარტაპის დამფუძნებელმა განაცხადი უნდა შეავსოს პროგრამა "სტარტაპერის" ვებგვერდზე - https://www.startuperi.ge/#ჯეოსელი-ბიზნესისთვის, სადაც ასევე შესაძლებელია პაკეტების პირობებისა და ტარიფების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება.

ვითიბი ბანკმა  სამომხმარებლო სესხზე საზაფხულო აქცია დაიწყო

ვითიბი ბანკმა სამომხმარებლო სესხზე საზაფხულო აქცია დაიწყო

18 ივნისი, 2018

15 ივნისიდან ვითიბი ბანკი მომხმარებელს სთავაზობს საზაფხულო აქციას სამომხმარებლო სესხზე, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია 45 000-ლარამდე სესხის აღება 5-წლამდე ვადით. ამის შესახებ ინფორმაციას ვითიბი ბანკი ავრცელებს. წლიური საპროცენტო განაკვეთი...