ბიზნეს კაფეს მეთორმეტე შეხვედრა გაიმართა

ბიზნეს კაფეს მეთორმეტე შეხვედრა გაიმართა

2017 წლის 24 ოქტომბერს სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" ბიზნეს კაფეს რიგით მეთორმეტე შეხვედრა გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო "LIVE"-ის დამფუძნებელი ალექს ჩიქოვანი ესაუბრა თემაზე "პირველიდან დღემდე - ქართული ღვინის კომერციული ისტორია". აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პაშა ბანკი ავრცელებს.
 
"ბიზნეს კაფე არის ადგილი, სადაც გამოცდილ ადამიანებს შეიძლება გაუზიარო შენი გამოცდილება, ცოდნა და გაიგო მათი აზრი კონკრეტული საკითხისადმი. ეს არის საქმიანი და საქმეზე საუბრის ინტერაქტიული ფორმატი, სადაც ხდება აზრთა გაცვლა-გამოცვლა და სხვადასხვა შეხედულების გაზიარება. 21 საუკუნეში ბიზნესი დგას ბრენდზე, ბრენდის შენება და მართვა საქმის წარმოების კულტურაა და ამის გარეშე შეუძლებელია მდგრადი ბიზნესის შექმნა. ბრენდინგი სტრატეგიაა, სტრატეგია ბრენდინგია, რაც გულისხმობს საღ აზრზე დაფუძნებულ ბიზნესის მართვის ხელოვნებას", - თქვა ალექსი ჩიქოვანმა.
 
ბიზნეს კაფე საკონსულტაციო კომპანია "ინსორსის" მიერ ინიცირებული პროექტია, რომელიც 2015 წლიდან პაშა ბანკის პარტნიორობით ხორციელდება.
 
პროექტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს რეგულარულად ესწრებიან საშუალო და მსხვილი კომპანიების მენეჯერები. აქ ხდება ბიზნესის სფეროში მიმდინარე პროცესების და სიახლეების, ასევე გამოცდილების და ცოდნის გაზიარება. პროექტი გამოირჩევა მრავალფეროვანი თემატიკით და ინტერაქტიული ფორმატით, რაც განაპირობებს მის მიმართ მზარდ ინტერესს. 2017 წლიდან პროექტს სპონსორების სახით შეუერთდნენ კომპანიები ეისითი და ორიენტ ლოჯიკი.
 
ბიზნეს კაფეს შეხვედრების სპიკერებს შორის იყვნენ: 
 
- ლადო გურგენიძე, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ამჟამად "ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე - "აზრები მენეჯმენტსა და ლიდერობაზე";
 
- გიორგი ქადაგიძე, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი - "ინოვაციების მართვა";
 
- ალექსანდრე ჯეჯელავა, ამჟამად საქართველოს განათლების მინისტრი - "ორგანიზაციული კულტურა";
 
- დავით გოგიჩაიშვილი, "ღამის შოუს სტუდიის" გენერალური მენეჯერი - "ადამიანური რესურსების მართვა";
 
- ანდრო დგებუაძე, ბიზნეს კონსულტანტი - "მენეჯმენტი 3.0, ანუ უკუღმა "წაკითხული MBA -ს წიგნები";
 
- პაპუნა ტოლიაშვილი, სინერჯი ჯგუფის ხელმძღვანელი და ერთ-ერთი დამფუძნებელი - "წრიული ორგანიზაციული სტრუქტურები";
 
- თინათინ რუხაძე, კვლევითი-საკონსულტაციო კომპანია "ეისითის" თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი - "ვინ არის მომავლის ლიდერი?";
 
- გუგა ცანავა, ბიზნეს კონსულტანტი და ანტერპრენიორი - "სტენფორდის სტრატეგიული მართვის მოდელი";
 
- საშა ტერნესი, კომპანია TERNES Real Estate Fund-ის დამფუძნებელი და პროკრედიტ ბანკის ყოფილი გენერალური დირექტორი - "ორგანიზაციული კულტურა, ბიზნეს ეთიკა და კორპორატიული მართვა";
 
- გიორგი ქანანაშვილი, ანტერპრენიორი  - "ფინანსურ ტექნოლოგიებსა და გამოწვევებზე";
 
- ლევან ბახია, "სარკე სტუდიოს" დამფუძნებელი - "სარკეში" არეკლილი რეალობა - მარკეტინგული, მენეჯერული და ფილოსოფიური გამოღვიძება".
საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი სტუდენტების სტაჟირება-დასაქმების პროგრამას იწყებს

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი სტუდენტების სტაჟირება-დასაქმების პროგრამას იწყებს

19 ივლისი, 2018

მთელი საქართველოს ბანკმა, საქართველოს ბანკის უნივერსიტეტთან ერთად სტუდენტების სტაჟირება/დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის დაწყების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკი ავრცელებს. პროგრამა ითვალისწინებს...