მთავარი » ეკონომიკა » გიორგი ვაშაძე რამდენიმე უბნის ხელახალ გადათვლას ითხოვს
გიორგი ვაშაძე რამდენიმე უბნის ხელახალ გადათვლას ითხოვს
14:44 | 24 ოქტომბერი, 2017

გიორგი ვაშაძე რამდენიმე უბნის ხელახალ გადათვლას ითხოვს

გიორგი ვაშაძე რამდენიმე უბნის ხელახალ გადათვლას ითხოვს. ამის შესახებ "ერთობა ახალი საქართველოს" ლიდერმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

გიორგი ვაშაძემ, ყურადღება იმ ფაქტებისა და დარღვევებზე გაამახვილა, რომელიც არჩევნების დღეს სხვადასხვა უბანზე მათმა მოხალისე-წარმომადგენლებმა დააფიქსირეს. საუბარია ათობით ოქმზე, რომელზეც "ახალი საქართველოს" წევრებმა, საჩივარი უკვე დათვალეს.

დღევანდელ ბრიფინგზე, ასვეე ნაჩვენები იყო  ვიდეო მასალა,  სადაც "ახალი საქართველოს" ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი, თეონა ჭალიძე, ისნის საოლქო საარჩვენო კომისიის თავმჯდომარეს ალექსანდრე ცხოვრებაძეს  მიმართავს და სთხოვს განმარტებას, თუ რატომ დააკლეს კონკრეტულად, "ერთობა ახალ საქართველოს" შემაჯამებელ ოქმეში ხმები.

ბრიფინგზე ასევე გაასაჯაროვეს, სხვადასხვა უბნებზე არსებული დარღვევები. პარტიის წევრებმა, საჩივრის ოქმები უკვე დაწერეს. მათი განცხადებით, ისინი აუცილებლად მოახდენენ შემდგომ რეაგირებას.

"ახალ საქართველოს რამდენიმე ასეული ხმა გვაკლია იმისთვის, რომ ჩვენი წარმომადგენელი საკრებულოში შევიდეს, რა თქმა უნდა ბრძოლას ვაგრძელებთ ბოლომდე. გვაქვს ბევრი მანიპულაციის ფაქტები თუ როგორ დაგვაკლეს ხმები საარჩევნო უბნებზე. გვაქვს ვიდეო მასალა, სადაც ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბალანსის დასმის მიზნით სწორეთ ჩვენ გვაკლებს  ხმებს . ჩვენ ამას არცერთ შემთხვევაში  არ დავუშვებთ. ვაკის ერთ-ერთ ოლქში ჩვენმა მხარდამჭერმა სოც. ქსელში  დადო ფოტო, რომ ჩენ მოგვცა ხმა, ჩვენ გაქვვს ოქმი სადაც იგივე საარჩევნო უბანზე ჩვენ გვაქვს ნოლი ხმა. ეს არის ნათელი მაგალითი იმის თუ რა დონის მანიპულაციები ხდებოდა. ამ დროისთვის ვასაჩივრებთ 6 საარჩევნო უბნის მონაცემებს  . ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა გადაითვალოს ამ უბნის შედეგები", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.