მთავარი » ბიზნესი » "თეგეტა მოტორსი" განცხადებას ავრცელებს
"თეგეტა მოტორსი" განცხადებას ავრცელებს
18:47 | 20 ოქტომბერი, 2017

"თეგეტა მოტორსი" განცხადებას ავრცელებს

გვსურს გამოვეხმაუროთ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ დღეს გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, პირდაპირი წესით გაფორმებული კონტრაქტების შესახებ  სახელმწიფო სტრუქტურებსა და კომპანია "თეგეტა მოტორსს" შორის.

კომპანია "თეგეტა მოტორსს" 2017 წელს მოგებული აქვს რამოდენიმე სახელმწიფო და უამრავი კერძო ტენდერი ყველა სატენდერო წესის დაცვით, სადაც არანაირ პირდაპირ შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია. ყველა სატენდერო განაცხადი გახლდათ საჯარო და მასში მონაწილეობას იღებდა ნებისმიერი დაინტერესებული კომპანია. ტენდერების შესახებ ინფორმაცია საჯარო და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

 "თეგეტა მოტორსი" უკვე 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. ჩვენ ვთანამშრომლობთ როგორც სახელმწიფო სტუქტურებთან, ასევე კერძო ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებთან. "თეგეტა მოტორსი" არის მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში, კომპანიაში დასაქმებულია 1500 მდე მაღალკვალიფიციური კადრი, რომელთა პროფესიონალიზმი განაპირობებს კომპანიის წარმატებას და არა დამატებითი გარემო ფაქტორები.