საოპერაციო ლიზინგი - ავტომობილის გრძელვადიანი იჯარა თიბისი ლიზინგისგან

საოპერაციო ლიზინგი - ავტომობილის გრძელვადიანი იჯარა თიბისი ლიზინგისგან

პირველად საქართველოში, თიბისი ლიზინგმა შექმნა ევროპაში და ამერიკაში აპრობირებული პროდუქტი კერძო და იურიდიული პირებისათვის. ეს არის საოპერაციო ლიზინგი, იგივე ავტომობილის გრძელვადიანი იჯარა, რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას, მანქანის ფლობასთან დაკავშირებული ნებიმიერი დისკომფორტი გადააბაროს თიბისი ლიზინგს და ავტომობილისგან მხოლოდ სიამოვნება მიიღოს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.
 
კერძოდ, საოპერაციო ლიზინგის შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი იღებს დაფინანსებას მისთვის სასურველი ახალი ავტომანქანის ცენტრიდან გამოსაყვანად, რომელიც მაქსიმუმ 5 წლის განმავლობაში მის მფლობელობაშია, ხოლო მისი მოვლის პასუხისმგებლობა თიბისი ლიზინგს ეკისრება.
 
მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს ნებსმიერი მისთვის სასურველი სერვისი, რომელიც მანქანის მოვლას და მის ექსპლუატაციას სჭირდება და რომელსაც მიიღებს თიბისი ლიზინგისგან. ეს სერვისებია:
  • ავტომობილის მოვლა-შენახვა
  • საბურავების მართვა
  • დაზღვევა
  • გზაზე დახმარება
  • მძღოლის მომსახურება (რეცხვა და საწვავის ავზის შევსება)
  • სათადარიგო ავტომობილი.
 
საოპერაციო ლიზინგს ერთდროულად რამდენიმე უპირატესობა აქვს.
  • მომხმარებელი იღებს სრულიად ახალ ავტომობილს
  • თავიდან ირიდებს ყველანაირ  ხარჯს და დისკომფორტს, რომელიც ავტომობილის ფლობას უკავშირდება - შეკეთება, მოვლა, დაზღვევა და ა.შ.
  • ყოველთვიური შენატანი 30-40%-ით ნაკლებია ვიდრე ავტოსესხის შემთხვევაში.
  • ხელშეკრულების პერიოდის ბოლოს  შესაძლებელია ავტომობილის დაბრუნება (რაც მისი გაყიდვის პრობლემას ხსნის) ან ახლით ჩანაცვლება (ნებისმიერი სასურველი საავტომობილო  ცენტრიდან).
საოპერაციო ლიზინგით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. ამისათვის საჭიროა სასურველი ავტომობილის შერჩევა და მარტივი ონლაინ განაცხადის შევსება თიბისი ლიზინგის ვებ-გვერდზე www.tbcleasing.ge ან ქოლ-ცენტრთან დაკავშირება: 2 122 111.
ეროვნული ბანკი "ფინანსური ჩართულობის გლობალური დაჯილდოების" ფინალისტად დასახელდა

ეროვნული ბანკი "ფინანსური ჩართულობის გლობალური დაჯილდოების" ფინალისტად დასახელდა

10 საათის წინ

საქართველოს ეროვნული ბანკი 2018 წლის ფინანსური ჩართულობის გლობალურ დაჯილდოებაზე (Global Inclusion Awards) "ქვეყნის ჯილდოს" კატეგორიაში ფინალისტად მეორედ დასახელდა. ფინანსური ჩართულობის გლობალური დაჯილდოება ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლებისა და...