"ნენსკრა ჰიდრო" სვანეთში ინგლისური ენისა და კომპიუტერული კურსების ჩასატარებლად მომწოდებელს ეძებს

"ნენსკრა ჰიდრო" სვანეთში ინგლისური ენისა და კომპიუტერული კურსების ჩასატარებლად მომწოდებელს ეძებს

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელი კომპანია - სს "ნენსკრა ჰიდრო" მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების ჭუბერისა და ნაკრას მოსახლეობას ინგლისური ენისა და კომპიუტერული პროგრამების უფასო კურსებს შესთავაზებს. ამჟამად კომპანია ეძებს მომწოდებელს, რომელიც ერთი წლის განმავლობაში აღნიშნულ სოფლებში მათ ჩატარებას უზრუნველყოფს.

შემოთავაზებების მოწოდება ნებისმიერ დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეუძლია, თუმცა უპირატესობა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მცხოვრებთ მიენიჭებათ. შერჩეული მომწოდებლები ნოემბერში გამოვლინდებიან.

კურსებს თავად ნენსკრა ჰესის საპროექტო კომპანია მის მიერვე შემუშავებული "თემის განვითარების პროგრამის" ფარგლებში დააფინანსებს

"თემის განვითარების პროგრამა" ნენსკრა ჰესის პროექტის თანმხლები საინვესტიციო პროექტია, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების ჭუბერისა და ნაკრას მოსახლეობის საჭიროებათა შეფასების საფუძველზე შემუშავდა. პროექტის მიზანს  რეგიონის მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა და მოსახლეობისთვის მეტი შესაძლებლობის შექმნა წარმოადგენს.

"თემის განვითარების პროგრამა" მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა: მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, უნარ-ჩვევების ამაღლება და სხვა.

"თემის განვითარების პროგრამის" ძირითადი მიზანია, ჭუბერისა და ნაკრას მოსახლეობას მეტი შესაძლებლობა შეუქმნას. ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ამ პროგრამის ფარგლებში ყველა პროექტი თემის აქტიური ჩართულობით ხორციელდება და მოსახლეობის რეალურ საჭიროებებზეა მორგებული", - აღნიშნავს სს "ნენსკრა ჰიდროს" ოპერაციების მართვის დირექტორი თეიმურაზ კოპაძე.

სს "ნენსკრა ჰიდრო" კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water-ისა და სს "საპარტნიორო ფონდის" თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. მის მიზანს მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა წარმოადგენს. ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია, საქართველოს ყოველწლიურად 1’200.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას მიაწვდის. გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება.  www.nenskrahydro.ge

კამპანიის "ძალა ევროპაშია" პირველი ევროტური კახეთში დასრულდა

კამპანიის "ძალა ევროპაშია" პირველი ევროტური კახეთში დასრულდა

8 საათის წინ

კოალიციის "ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" წარმომადგენლები კამპანიის "ძალა ევროპაშია" მხარდამჭერებთან და საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან ერთად კახეთის რეგიონს ესტუმრნენ.  ტურის...