ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ლაბორატორიებმა ბრიტანული  სერტიფიკატი მოიპოვა

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ლაბორატორიებმა ბრიტანული სერტიფიკატი მოიპოვა

ბრიტანულმა კომპანია LGC-იმ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის  ლაბორატორიებს ხარისხის სერტიფიკატი გადასცა, რაც იმას, ნიშნავს რომ კომპანიის ლაბორატორიები სრულად აკმაყოფილებს მსოფლიო სტანდარტებს. LGC წამყვანი ბრიტანული კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს 160 ქვეყანაში ოპერირებს და ხარისხის მონიტორინგს სართაშორისო სტანდარტის მიხედვით ახდენს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.

"კომპანიის ლაბორატორიები, ხარისხის მართვის მიზნით, ყოველწლიურად სხვადასხვა საერთაშორისო ტესტირებაში იღებენ მონაწილეობას. ახალი ბრიტანული სერტიფიკატი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ლაბორატორები  აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალებით და მოქმედებს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით", -  განაცხადა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის ხელმძღვანელმა თამარ ნიკურაძემ.

დღეს თბილისი, მსოფლიო მასშტაბით, ერთ - ერთია იმ მცირერიცხოვან ქალაქთა შორის, სადაც მოსახლეობას სასმელად ვარგისი წყალი პირდაპირ ონკანიდან მიეწოდება.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის  ყველა ლაბორატორიაში სასმელი წყლის ხარისხის მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. კომპანიის  ლაბორატორიები ISO-17025 სტანდარტის მიხედვითაა აკრედიტებული.

სასმელი წყლის ხარისხი დედაქალაქში სრულად აკმაყოფილებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს და ეროვნული რეგლამენტის მოთხოვნებს", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსთაველზე, "სოლიდარობის აქციის" დროს დაკავებულები, დღეს მთავარ პროკურატურასთან იმყოფებოდნენ

რუსთაველზე, "სოლიდარობის აქციის" დროს დაკავებულები, დღეს მთავარ პროკურატურასთან იმყოფებოდნენ

17 ივნისი, 2018

11 ივნისს, ერთ-ერთმა დაკავებულმა, გიორგი ხაბურზანიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა: "მივმართავ შსს-ს გენერალურ ინსპექციას, პროკურატურას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და ყველა უფლებამოსილ...