ცესკოს საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი 2017 წლის 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების დღეს

ცესკოს საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი 2017 წლის 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების დღეს

ცენტრალური საარჩევნო კომისია, ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, 21 ოქტომბერს დილის 08:30 სთ-დან რამდენიმე საათში ერთხელ საინფორმაციო ხასიათის ბრიფინგებს გამართავს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს როგორც კომისიის სატელეფონო - საინფორმაციო ცენტრი (2 51 00 51), ისე ონლაინ ჩატი. შესაბამისად ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება პასუხის მიღება არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის შესახებ.

საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი:

  • 8:30 სთ
  • 10:30 სთ
  • 12:30 სთ
  • 15:30 სთ
  • 17:30 სთ
  • 20:30 სთ

ცესკოს ცნობით, განრიგი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს.

ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა საზღვაო სივრცეში და პორტებში ბათიმეტრიული სამუშაოები დაიწყო

ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა საზღვაო სივრცეში და პორტებში ბათიმეტრიული სამუშაოები დაიწყო

7 საათის წინ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული  სამსახური   საქართველოს საზღვაო სივრცეში და პორტებში ბათიმეტრიულ სამუშაოებს მსოფლიოს წამყვანი  ჰიდროგრაფიული ტექნოლოგიების მწარმოებელი...