თიბისიმ სკოლის მოსწავლეებისთვის #1 ბარათის ოთხი ახალი დიზაინი შექმნა

თიბისიმ სკოლის მოსწავლეებისთვის #1 ბარათის ოთხი ახალი დიზაინი შექმნა

ისევე როგორც სკოლის მოსწავლეების ინტერესები, ხასიათი და მისწრაფებები, მათი #1 ბარათიც განსხვავდება ერთმანეთისგან. თიბისიმ შექმნა ოთხი დიზაინი, რომელიც სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს: მეცნიერება, სპორტი, ხელოვნება და სიახლეები, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

"ყველას  შეუძლია საკუთარი თავი მიაკუთვნოს ამ ოთხი კლუბიდან ერთ-ერთს, აიღოს შესაბამისი ბარათი და მიიღოს პირადად მასზე მორგებული შეთავაზებები, დაესწროს საინტერესო ღონისძიებებსა და გაიცნოს ამავე თემით გატაცებული თანატოლები.

ეს არ არის უბრალოდ საბანკო ბარათი, ეს არის ერთგვარი ბილეთი, რომელიც თითოეულ ბავშვს საერთო ინტერესების მქონე უამრავი ახალი მეგობრის გაჩენას და მათთან დაუვიწყარ და საინტერესო სამყაროში მოგზაურობას სთავაზობს. ამისთვის საჭიროა, მხოლოდ მშობელთან ერთად მისვლა თიბისის ნებისმიერ ფილიალში და ოთხიდან ერთ-ერთი დიზაინის შერჩევა.

#1 ბარათი სრულიად უფასოა და გამოიყენება ყველგან სადაც გადახდის ტერმინალია. #1 ბარათით შესაძლებელია ერთგული ქულების დაგროვება და დახარჯვა. მშობელი თავად წყვეტს დააწესოს თუ არა ბარათზე დღიური ხარჯვის ლიმიტი და რამდენი", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი სტუდენტების სტაჟირება-დასაქმების პროგრამას იწყებს

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი სტუდენტების სტაჟირება-დასაქმების პროგრამას იწყებს

10 საათის წინ

მთელი საქართველოს ბანკმა, საქართველოს ბანკის უნივერსიტეტთან ერთად სტუდენტების სტაჟირება/დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის დაწყების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკი ავრცელებს. პროგრამა ითვალისწინებს...