ბიოდაცვისა და  ბიოუსაფრთხოების სიმპოზიუმი

ბიოდაცვისა და ბიოუსაფრთხოების სიმპოზიუმი

სიმპოზიუმს დაესწრებიან და მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები. ასევე, გერმანიის ელჩი საქართველოში, გერმანიის ბუნდესვერის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტის, გერმანიის საერთაშორისო საზოგადოების (GIZ), საქართველოს შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის წარმომადგენლები და ექსპერტები ბიოუსაფრთხოების დარგში.

სიმპოზიუმი ტარდება ქართულ-გერმანული ერთობლივი პროექტის ფარგლებში და ეძღვნება საქართველო-გერმანიის წელს.

ქართულ-გერმანული ერთობლივი პროექტი 2014 წლიდან ხორციელდება და წარმოადგენს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს "ბიოლოგიური უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გერმანიის პარტნიორული პროგრამის" ნაწილს. პროექტი ხორციელდება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრისა და  გერმანიის ბუნდესვერის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტის მიერ და ფოკუსირდება ისეთ ასპექტებზე, როგორებიცაა: ბიოუსაფრთხოება და ბიოდაცვა, ცნობიერების ამაღლება ბიოუსაფრთხოების საკითხებზე, ჯანმრთელობის მართვის ქსელის შექმნა და ზედამხედველობა, პათოგენთა დეტექცია და დიაგნოსტიკა.  სიმპოზიუმი გაგრძელდება 20 ოქტომბერს სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში.

ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა საზღვაო სივრცეში და პორტებში ბათიმეტრიული სამუშაოები დაიწყო

ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა საზღვაო სივრცეში და პორტებში ბათიმეტრიული სამუშაოები დაიწყო

7 საათის წინ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული  სამსახური   საქართველოს საზღვაო სივრცეში და პორტებში ბათიმეტრიულ სამუშაოებს მსოფლიოს წამყვანი  ჰიდროგრაფიული ტექნოლოგიების მწარმოებელი...