GEM-ისა და CSB-ს ერთობლივი MBA პროგრამა Financial Times-ის მსოფლიოს უნივერსიტეტების რეიტინგში

GEM-ისა და CSB-ს ერთობლივი MBA პროგრამა Financial Times-ის მსოფლიოს უნივერსიტეტების რეიტინგში

Financial Times-მა მსოფლიოს Executive MBA პროგრამების 2017 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. მონაცემების მიხედვით, გრენობლის მენეჯმენტის სკოლისა (GEM) და კავკასიის ბიზნესის სკოლის (CSB) ერთობლივი MBA პროგრამა მსოფლიოს Executive MBA პროგრამებს შორის 54-ე ადგილს იკავებს. სხვა ქართული უნივერსიტეტების მიერ განხორციელებული არცერთი პროგრამა, სამწუხაროდ, Financial Time-ის რეიტინგში არ ხვდება.

შარშანდელთან შედარებით კავკასიის ბიზნესის სკოლის ამ პროგრამამ, Financial Times-ის რეიტინგში 13 ადგილით წინ გადაინაცვლა.

გრენობლის მენეჯმენტის სკოლის (GEM) თბილისის კამპუსი, კავკასიის ბიზნესის სკოლის ბაზაზე ურთიერთანამშრომლობის კონტრაქტით 2005 წელს დაარსდა. უკვე 12 წელია კავკასიის ბიზნესის სკოლა ორმაგი ხარისხის MBA პროგრამას ახორციელებს, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტს გრენობლის მენეჯმენტის სკოლისა და კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი ენიჭება.

ყოველ წელს პროგრამაზე დგება ერთი ჯგუფი, სადაც მიღება შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით ხორციელდება (სამუშაო გამოცდილება, დასაქმების ადგილი და პოზიცია, ინგლისურის ცოდნის დონე, პროგრამაზე ჩაბარების მოტივაცია და ა.შ.). მომავალი ჯგუფი სწავლას იწყებს 2018 წლის აპრილში, ხოლო აპლიკაციების მიღება შესაძლებელია 23 თებერვლამდე. ამ დროისთვის პროგრამა უკვე 10 მიღებას ითვლის. პროგრამის კურსდამთავრებულები იკავებენ მმართველი რგოლის თანამდებობებს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში.

2018 წლიდან იგეგმება, სტუდენტების მიღება ერთობლივი ორმაგი ხარისხის საბაკალავრო პროგრამაზე საერთაშორისო მენეჯმენტში (ბიზნესში). 

სამაგისტრო პროგრამის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს 23 მაისს გაზმომარაგება შეუწყდება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს 23 მაისს გაზმომარაგება შეუწყდება

11 საათის წინ

მიმდინარე წლის 23 მაისის დილის 10:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე ქალაქ გარდაბნის მუნიციპალიტეტში კერძოდ, სოფელ ყარაჯალარისა და ყართაკლიას გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოკარ ჯორჯია გაზი ავრცელებს. აბონენტებისთვის...