ევროპელი ჟურნალისტები საქართველოში საბავშვო ევროვიზიის კონკურსის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნენ

ევროპელი ჟურნალისტები საქართველოში საბავშვო ევროვიზიის კონკურსის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნენ

ევროპელი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ბრიტანეთის, გერმანიის,ჰოლანდიის, ბელარუსის და უკრაინის მედიასაშუალებების წარმომადგენლები საქართველოს ეწვივნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ჟურნალისტებმა და ბლოგერებმა თბილისის, მცხეთის და ყაზბეგის ტურისტული ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს. საქართველოს დედაქალაქში სტუმრობისას წამყვანი ტელეკომპანიების კორესპონდენტები და ბლოგერები საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნენ. საბავშვო ევროვიზიის რიგით-15 კონკურსი 26 ნოემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

1 საათის წინ

კურორტ გუდაურში იტალიური კომპანია ტექნო ალპინი ხელოვნური გათოვლიანების უახლეს სოსტემას დაამონტაჟებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. ხელშეკრულებას ხელი კომპანიასა და მთის კურორტების...