კომპანია "სილქნეტი" განცხადებას ავრცელებს

კომპანია "სილქნეტი" განცხადებას ავრცელებს

"ჩვენთვის, პირველ რიგში, მიუღებელია ერთ პაკეტად შესყიდვა ისეთი არხების, რომელთაც სხვადასხვა რეიტინგი, შინაარსი და სარედაქციო პოლიტიკა აქვთ და ამავე დროს ბაზრის 80%-ზე მეტს ფლობენ", - აღნიშნულის შესახებ შესაბამისს განცხადებას "სილქნეტი" ავრცელებს.

"ამ შეთავაზებით მოკლებული ვართ შესაძლებლობას, მივიღოთ გადაწყვეტილება თითოეულ არხზე ინდივიდუალურად და მომხარებლის ინტერესის გათვალისწინებით, რაც ეწინააღმდეგება ჯანსაღი და სამართლიანი კონკურენციის ბიზნეს პრინციპს.

შესაბამისად,  6 არხის ერთიან ტრანზიტზე გადასახადთან დაკავშირებით საუბარი მიუღებელია. თუმცა, ლოგიკურად მივიჩნევთ  პაკეტის დაშლას და თითოეულ არხზე ცალკეული პირობების განხილვას. რაზეც, არაერთხელ ვაცნობეთ მაუწყებელთა წარმომადგენელს - მედია რაითს ჯორჯიას, წერილობით.

ჩვენ ვიმოქმედებთ კანონიდან გამომდინარე და ვთვლით, რომ, თუ მოლაპარაკებები სწორად წარიმართება, შევძლებთ, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მისაღები იქნება როგორც ჩვენი მომხმარებლისთვის, ისე ბიზნესისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.

22 ივლისს Bavaria-ს ლუდის ფესტივალს თელავი უმასპინძლებს

22 ივლისს Bavaria-ს ლუდის ფესტივალს თელავი უმასპინძლებს

21 ივლისი, 2018

კახეთი Bavaria-ს ლუდის ფესტივალის მასპინძელია. 22 ივლისს თელავში Bavaria-ს ლუდის, რიგით მეოთხე ფესტივალი გაიმართება, სადაც სიურპრიზის სახით Bavaria-ს სამშობლოში მოგზაურობა გათამაშდება. "Bavaria-ს ლუდის ფესტივალი საქართველოში თანდათან უფრო პოპულარული ხდება. სს...