"აწარმოე საქართველოში" პროგრამის დახმარებით კიდევ ერთი ახალი საწარმო შეიქმნება

"აწარმოე საქართველოში" პროგრამის დახმარებით კიდევ ერთი ახალი საწარმო შეიქმნება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ინდუსტრიული მიმართულების ფარგლებში მხარდაჭერილი ბენეფიციარების რიცხვს კიდევ ერთი საწარმო, შპს "ნეოსტარი" შეემატა, რომელიც ბეტონის ფილების წარმოებას გეგმავს. პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა  11 960 000 ლარს შეადგენს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონოიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში კომპანიამ გერმანული, უახლესი ტექნოლოგიის დანადგარები შეიძინა, რაც მას საშუალებას მისცემს, რომ მომხმარებელს ენერგოეფექტური ტექნოლოგიით დამზადებული, მაღალხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია მიაწოდოს.

შპს "ნეოსტარი", რომელიც 2018 წლის იანვრის თვეში გაიხსნება,  წლიურად 500 ათასი კვ/მ პროდუქციის წარმოებას შეძლებს. საწარმო ამოქმედების პირველ ეტაპზე 30 ადამიანს დაასაქმებს.

აღნიშნული საწარმო თბილისში, ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. კომპანია პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას ეკონომიკის სამინისტროს სააგენტო "აწარმოე საქართველოში" განახორციელებს.

ქეთევან ალექსიძე: საქართველოს საავიაციო ბაზარი ძალიან სწრაფად ვითარდება

ქეთევან ალექსიძე: საქართველოს საავიაციო ბაზარი ძალიან სწრაფად ვითარდება

2 საათის წინ

საქართველოსა და ომანის სასულთნოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო. თბილისი-მასკატი-თბილისის მიმართულებით კვირაში სამჯერ რეისებს ომანის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Salam Air ასრულებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს...