პაატა მანჯგალაძე: გიორგი ვაშაძის პროექტები, მოიტანს რეალურ სამუშაო ადგილებს

პაატა მანჯგალაძე: გიორგი ვაშაძის პროექტები, მოიტანს რეალურ სამუშაო ადგილებს

"ერთობა - ახლი საქართველოს" პოლიტიკური მდივანი საარჩევნო გარემოს აფასებს. პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ამომრჩევლის უმრავლესობის ნდობა დაკარგა. მისი თქმით გიორგი ვაშაძე ის ერთადერთი კანდიდატია, რომლის მიმღეობა თითქმის თანაბრადაა ერთმანეთთან დაპირისპირებულ ჯგუფებში.

"ბოლო პერიოდების გამოკითხვებით დასტურდება, რომ "ქართულმა ოცნებამ" რეალურად დაკარგა ამომრჩეველთა უმრავლესობის ნდობა. მაგრამ თუ ვინ იქნება უმრავლესობის შემცვლელი ეს სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორის მნიშვნელოვანია ამომრჩევლის წინასწარ ჩამოყალიბებული პოზიტიური და ნეგატიური განწყობები ცალკეული კანდიდატების მიმართ, რაც გარკვეულ წილად ლიმიტირებულს ხდის ცალკეული კანდიდატების ელექტორალურ შესაძლებლობებს.

ერთადერთი კანდიდატი ვისაც თითქმის თანაბარი მიმღეობა გააჩნია ერთმანეთთან დაპირისპირებულ ჯგუფებში, გიორგი ვაშაძეა, რომელიც უარს ამბობს წარსულის შეცდომების, ნეგატივების აქცენტირებაზე, სოციალურ პოპულიზმზე, არ იკეტება ვიწრო სამეურნეო ინფრასტრუქტურულ ჩარჩოებში და საუბრობს ინოვაციურ პროგრამაზე, რომელიც მოიტანს დამატებით ინვესტიციებს და შექმნის რეალურ სამუშაო ადგილებს. რაც გარკვეულ პოზიტიურ ფონს ქმნის წინასაარჩევნოდ და გარკვეულ უპირატესობას აძლევს ელექტორალურ თვალსაზრისით", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ჯიპიაის "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი" და სპეციალური შეთავაზება ღვინის მარნებს

ჯიპიაის "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი" და სპეციალური შეთავაზება ღვინის მარნებს

21 ივნისი, 2018

"ჯიპიაი ჰოლდინგმა" მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კიდევ ერთი სოციალური პროექტი დაიწყო - "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი", რომელიც გასული წლის "მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშწყობის პროგრამის"...